ნიუ იორკელ მშობლებს შვილის მკვლელობაში ედებათ ბრალი.
ერნესტ და ჰითერ ფრანკლინებმა ფილმის „მანჩესტერი ზღვასთან“ (Manchester by the Sea) ნახვის შემდეგ, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე აყვანილი შვილი მოკლეს, შემდეგ კი კვალის დაფარვის მიზნით სახლს ცეცხლი წაუკიდეს.
როგორც Fox News- ი იტყობინება, ამის შესახებ საქმის პროკურორმა ჯოზეფ მაკბრაიდმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა.
პროკურორის თქმით, 16 წლის ჯეფრი , 28 თებერვალს დამწვარ სახლში იპოვეს, თუმცა გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ბიჭი ხანძრის გაჩენამდე იყო მოკლული.
„იმ ღამეს, ფრანკლინებმა, „მანჩესტერი ზღვასთან“ უყურეს. სიუჟეტით შთაგონებულებმა, ფილმის ნახვის შემდეგ ორ საათში შვილი მოკლეს და სახლს ცეცხლი წაუკიდეს” - ამბობს პროკურორი.
როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, პოლიცია მეზობლებმა გამოიძახეს.
მაკბრაიდის თქმით, ხანძრის გამო ბიჭის სხეული ძალიან დაზიანებული იყო, თუმცა ექსპერტიზის შედეგად დადგინდა, რომ ის მანამ იყო გარდაცვლილი.
ბრალდებული მშობლები ბრალს არ აღიარებენ. მათი თქმით, ინციდენტის დროს სახლში არ იმყოფებოდნენ.
ბიჭის მამა აცხადებს, რომ ხანძრის დროს ის სახლში მანქანას მართავდა, დედის თქმით, კი სუპერმარკეტიდან ბრუნდებოდა.
„მანჩესტერი ზღვასთან“ ამერიკული დრამაა. ის მამაკაცის ისტორიას ეხება, რომელმაც შემთხვევით გააჩინა სახლში ხანძარი, რის შედეგადაც მისი შვილები დაიღუპნენ. ფილმში მამაკაცი არ დაუკავებიათ.
ფილმში მთავარი როლის შესრულებისთვის ქეისი აფლეკმა „ოსკარი“ მიიღო.
ფილმმა ოსკარი დაიმსახურა საუკეთესო ორიგინალური სცენარისთვისაც. ფილმის რეჟისორი და სცენარის ავტორი კენეტ ლონერგანია.
მასალის გამოყენების პირობები






