„სადილი დავასრულეთ და დესერტს მივირთმევდით, ყველაზე ლამაზი შოკოლადის ტორტის ნაჭერს, რაც კი ოდესმე გინახავთ. პრეზიდენტი სი სიამოვნებით მიირთმევდა,
ამ დროს გენერლები დამიკავშირდნენ, ჩვენ მივიღეთ გდაწყვეტილება და რაკეტები უკვე გზაში იყო.
მე ვთქვი: ბატონო პრეზიდენტო, ნება მიბოძეთ რაღაც გითხრათ. ჩვენ ახლახან 59 რაკეტა გავუშვით ერაყის მიმართულებით“ - თქვა ტრამპმა.
„სირიის მიმართულებით“ - შეუსწორა ჟურნალისტმა.
„ჰო, სირიის მიმართულებით“, - გაიმეორა ტრამპმა.
ტრამპის თქმით, ჩინეთის ლიდერი 10 წამით დაფიქრდა, მერე კი თქვა: „კარგია, იმ შემთხვევაში, როცა ვიღაც ბავშვების წინააღმდეგ ქიმიურ იარაღს იყენებს“.
შეგახსენებთ, 4 აპრილს, სირიის ჩრდილო დასავლეთში, იდლიბის ქალაქ ხან-შეიხუნში, რომლებსაც ამბოხებულები აკონტროლებენ ქიმიური იარაღით თავდასხმა მოხდა, რომელშიც ბაშარ ალ ასადის რეჟიმს ადანაშაულებენ. შემთხვევას 89 ადამიანი ემსხვერპლა. დაშავებულია 500-ზე მეტი ადამიანი. დაღუპულთა შორის ათეულობით ბავშვია. თავდასხმის შედეგების ამსახველი შემზარავი კადრები ინტერნეტში გავრცელდა.
აღნიშნულის საპასუხოდ, აშშ-მა წერტილოვანი სარაკეტო იერიში მიიტანა სირიის სამთავრობო ძალების პოზიციებზე.
მსოფლიო ლიდერებმა აშშ-ის გადაწყვეტილებას სრული მხარდაჭერა გამოუცხადეს.
მასალის გამოყენების პირობები






