"კარგად არის ცნობილი, რომ რუსეთი აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩაერია" - რექს ტილერსონი
მსოფლიო - 11:01, 13 Apr, 2017     2271
მოსკოვში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის რექს ტილერსონისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის შეხვედრა შედგა, რომელიც 5 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.


ეს , ტილერსონის პირველი ოფიციალური ვიზიტი იყო მოსკოვში, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის რანგში.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ვლადიმირ პუტინმა ტილერსონსა და ლავროვს კრემლში უმასპინძლა. ლავროვთან მოლაპარაკებები ტილერსონის განრიგში არ შედიოდა, თუმცა მოგვიანებით კრემლში დაადასტურეს, რომ შეხვედრა შედგებოდა.

ერთობლივ პრესკონფერენციაზე სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ ტილერსონთან სირიაზე ქიმიური თავდასხმის განხორციელებისა და ბაშარ ასადის მომავალაზე ისაუბრეს და აშშ-ის მიერ სირიის ავიაბაზაზე სარაკეტო დარტყმის თემა განიხილეს. ტილერსონის თქმით, აშშ დარწმუნებულია, რომ სირიის ლიდერის მმართველობა მალე დასრულდება და რუსეთი უნდა დაეხმაროს ასადს ამ რეალობის გააზრებაში. თავის მხრივ ლავროვმა განაცხადა, რომ რუსული მხარე მზად არის აშშ-ის სირიაში განხორციელებული ქიმიური თავდასხმის გამოძიებაში დაეხმაროს.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ასევე აღნიშნა, "კარგად არის ცნობილი," რომ რუსეთი მონაწილეობდა აშშ-ის წინასაარჩევნო კამპანიის პროცესში ჰაკერული შეტევის საქმეში.

"ეს ძლიან სერიოზული პრობლემაა, ეს ყველამ კარგად ვიცით" - განაცხადა ტილერსონმა.

ამ განცხადების საპასუხოდ, ლავროვმა აღნიშნა, რომ ამ საქმეში რუსეთის წინააღმდეგ არცერთი ფაქტი არ დადასტურებულა.

ლავროვის თქმით, „მოლაპარაკებები საფუძვლიანი და გულწრფელი აღმოჩნდა, რომელიც ორმხრივი ურთიერთობებისთვის საკვანძო საკითხებს ეხებოდა.

თავისმხრივ, რექს ტილერსონმა განაცხადამ რომ ამ მომენტში, აშშ-სა და რუსეთს შორის ნდობის დონე „დაბალია.“ მისივე თქმით, მოსკოვმა და ვაშინგტონმა ყველაფერი უნდა გააკეთოს ურთიერთობის დეგრადაციის შეწყვეტისა და ნდობის აღსადგენად.

ტილერსონი პრესკონფერენციაზე უკრაინის საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ უკრაინა კვლავ რჩება დაბრკოლებად. მისი თქმით, ერთი საკითხი, რაზეც აშშ და რუსეთი ვერ თანხმდებიან, არის უკრაინაში არსებული სიტუაცია. როგორც ტილერსონმა აღნიშნა, ამ საკითხზე შეუთანხმებლობა ხელს უშლის ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაუმჯობესებას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42