რექს ტილერსონისა და სერგეი ლავროვის 5-საათიანი შეხვედრა დასრულდა
მსოფლიო - 22:07, 12 Apr, 2017     3679
მოსკოვში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის რექს ტილერსონისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის შეხვედრა დასრულდა, რომელიც 5 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ ტილერსონთან სირიაზე ქიმიური თავდასხმის განხორციელების საკითხზე ისაუბრეს და აშშ-ის მიერ სირიის ავიაბაზაზე სარაკეტო დარტყმის თემა განიხილეს.

პრესკონფერენცია ამ წუთებში, კრემლში მიმდინარეობს.

ლავროვის თქმით, „მოლაპარაკებები საფუძვლიანი და გულწრფელი აღმოჩნდა, რომელიც ორმხრივი ურთიერთობებისთვის საკვანძო საკითხებს ეხებოდა.

თავისმხრივ, რექს ტილერსონმა განაცხადა, რომ ამ მომენტში, აშშ-სა და რუსეთს შორის ნდობის დონე „დაბალია.“ მისივე თქმით, მოსკოვმა და ვაშინგტონმა ყველაფერი უნდა გააკეთის ურთიერთობის დეგრადაციის შეწყვეტისა და ნდობის აღსადგენად.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ვლადიმირ პუტინმა ტილერსონსა და ლავროვს კრემლში უმასპინძლა. პუტინთან მოლაპარაკებები ტილერსონის განრიგში არ შედიოდა, თუმცა, მოგვიანებით კრემლში დაადასტურეს, რომ შეხვედრა შედგებოდა.

ცოტა ხნით ადრე, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ტელეკომპანია „მირთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტად დონალდ ტრამპის არჩევის შემდეგ, მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის არსებული ნდობის დონე უფრო დაბალია, ვიდრე ეს ბარაკ ობამას დროს იყო.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42