შეარჩიეთ სუნამო მაშინ, როდესაც იქნებით კარგ განწყობაზე
სანამ სუნამოს შესარცევად წახვალთ გაერკვიეთ როგორ ხასიათზე ხართ, სუნამოს სწორად შესარცევად დადებითი განწყობაა საჭირო, არავითარ შემთხვევაში არ გადაწყვიტოთ ეს საქმე მაშინ, როცა გაციებული იქნებით.
მიეცი არომატს გახსნის საშუალება
სუნამოს შერჩევისას აუცილებლად იპკურეთ იგი კანზე და დაელოდეთ რამდენიმე წუთი. პკურებისას არომატის კონცენტრაცია ძალიან მაღალია, ამის გამო მხოლოდ ზედა და შუა ტონები შეიგრძნობა. 5 წუთი ოპტიმალური დროა, რა დროშიც არომატი გახსნას შეძლებს და მის დაბალ ნოტებსაც ბოლომდე შეიგრძნობთ.
არ შეგეშინდეთ იმის, რომ არომატს მკვეთრად გრძნობს
ბევრი ქალბატონი დარწმუნებულია, რომ იმ შემთხვევაში თუ ამა თუ იმ არომატის პკურებისას მის სუნს გრძნობენ, ეს ნიშნავს იმას, რომ მათი სუნამო არ არის. ეს მითია! სინამდვილეში, თუ არომატს შეიგრძნობთ და იმ შემთხვევაში თუ იგი გსიამოვნებთ, ნიშნავს იმას, რომ თქვენი სუნამო იპოვეთ.
სუნამო მხოლოდ კანზე იპკურეთ
დღის განმავლობაში ჩვენი სამოსი მრავალი სახის არომატს იღებს, რომლებიც პარფიუმთან კონცენტრაციაში სრულებით სხვა სუნს ქმნის. იმისათვის, რომ შედარებით კარგად განსაზღვროთ არომატი, იგი მხოლოდ კანზე უნდა იპკუროთ.
იცოდე სწორი დოზა
სუნამოს პკურება სასურველია ერთხელ ან მაქსიმუმ ორჯერ დღის განმავლობაში. ადამიანების დიდი რაოდენობა მიჩვეულია იმას, რომ სუნამოს სამსახურიდან გამოსვლის შემდეგ ან მნიშვნელოვანი შეხვედრის წინ იპკურებს. მსგავს სიტუაციებში სასურველია გახსოვდეთ იმ ადამიანების შესახებ, რომლებიც ამ შეხვედრებზე თქვენთან ერთად იქნებიან. არომატებისადმი დამოკიდებულება ყველა ადამიანს განსხვავებული აქვს, ის რაც თქვენ მოგწონთ, შესაძლოა სხვას არ მოსწონდეს.
სუნამოს პკურების სხვადასხვა მეთოდები გამოიყენე
თუ გსურთ არომატი გაიშალოს, საჭიროა იგი ყელის არეში და თმებზე იპკუროთ. ასევე შეგიძლიათ სუნამო ჰაერში აპკუროთ და გაიაროთ მასში.
აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება შენახვის მეთოდებს
ძალიან მნიშვნელოვანია სწორად შეინახოთ სუნამო. იდეალური ვარიანტია - ბნელი და გრილი ადგილი, მაგრამ ღია ჰაერზე და არა ჩახუთულ სივრცეში. თუ მოგეჩვენებათ, რომ პარფიუმის არომატი შეიცვალა, მაცივარში შეინახეთ დაახლოებით +5 გრადუსზე, მოლეკულების მოძრაობა შეიცვლება და შესაბამისად არომატიც ძველებური დაბრუნდება.
სუნამოს რომ იპკურებთ, ხელით არ დაიზილოთ
ქალბატონების დიდი რაოდენობა მას შემდეგ რაც მაჯის შიდა ნაწილზე სუნამოს იპკურებს, მაჯებს ერთმანეთს უსვამს, ფიქრობს, რომ ასე არომატის გაჯერება უფრო მარტივია, ეს კი დიდი შეცდომაა, რადგან ამ მოქმედებით არომატი ფუჭდება. სუნამოებს აქვთ გარკვეული ნოტები, რომლებიც დროთა განმავლობაში იხსნება.
მასალის გამოყენების პირობები






