ვირის ყველი და თაგვის რძე - 13 ყველაზე ძვირადღირებული საკვები მსოფლიოში (ფოტოკოლაჟი)
ეს საინტერესოა - 17:34, 12 Apr, 2017     120785

ყველაზე ძვირადღირებული სოკო - ტრიუფელი. კილოგრამი სოკოს ღირებულება 2000 ევრომდეა და ზოგჯერ უფრო ძვირიც. ყველაზე გემრიელად იტალიური თეთრი ტრიუფელი ითვლება.

ყველაზე ძვირი პელმენი შეგიძლიათ მიირთვათ აშშ-ში, რუსი ემიგრანტების რესტორან „Golden Gates“- ში. მისი უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ მის შემადგენლობაში ხბოს, ღორის, ლოსის ხორცის გარდა შედის ღრმაწყლოვანი თევზის ჯირკვალიც, რომლისგანაც პელმენი მომწვანო-მოლურჯო ფერს იღებს, მიუხედვად ფერისა ის ძალიან გემრიელია. ერთი პორცია პელმენი 2400$ ღირს.

მსოფლიოში ყველაზე ძვირფას ჩაის დახუნპაო ქვია, ეს ჩაი ტიასინის მონასტერში მოჰყავთ, სადაც მისი მხოლოდ 6 ბუჩქი ხარობს, ამ ბუჩქების ასაკი 350 წელია და წელიწადში მხოლო 500 გრამ ჩაის კრეფენ. მზა პროდუქტის ფასი 1 კილოგრამზე 685 000 დოლარია.

ყველაზე ძვირადღირებული ხორცი- ეს ე.წ „მარმარილოსებრი“ ხორცი. კერძოდ იაპონური ძროხის ვაგიუს ხორცი, რომელსაც საუკეთესო ბალახით კვებავენ და საკეს და ლუდს ასმევენ. მისი ერთი კილოგრამი 450$-დან 1000$-მდეა.

ყველაზე ძვირადღირებული თხილეული- ეს მაკადამიაა. ოდესღაც მაკადამია იყო ავსტრალიელი აბორიგენების ძირითადი საკვები, ახლა კი ის დელიკატესად იქცა, მისი ერთი კილოგრამი მის მშობლიურ ქვეყანაშიც კი 30$ ღირს.

ყველაზე ძვირადღირებული ხიზილალა სულაც არაა შავი და არც იშვიათი ნაცრისფერი. ყველაზე ძვირი არის „ალმასი“, რომელიც ზუთხისებრთა თევზისგან, ალბინოსი-სვიასგან მიიღება. მას ირანი აწარმოებს და ექსპორტზე ძალიან მცირე რაოდენობით უშვებს, 100 გრამ ხიზილალას ოქროს ქილაში ათავსებენ, რაც საბოლოოდ 2000$ ღირს.

ყველაზე ძვირადღირებული სანელებელი- ზაფრანა. ნახევარი კილოგრამი სანელებლის მისაღებად საჭიროა 225000 მტვრიანა. 1 კილოგრამი ნამდვილი ზაფრანიას სანელებელი 6000 დოლარი ღირს.

ყველაზე ძვირადღირებული კარტოფილი მსოფლიოში ატლანტის ოკეანეში ნურმუატიეს კუნძულზე მოჰყავთ. მინდორი სადაც კარტოფილი მოჰყავთ ზღვის წყალმცენარეებითაა განაყოფიერებული . ყველა სამუშაო დარგვისა და მოსავლის აღების ჩათვლით ხელით ხორციელდება, წელწადში მხოლოდ 100 ტონა კარტოფილი მოჰყავთ, აღებულ მოსავალს გასაყიდად იმავე დღეს აგზავნიან. ასეთი მცირე მოსავალი და მისი განსაკუთრებული გემო ანიჭებს ამ კარტოფილს ექსკლუზიურობას და მისი 1 კგ-ს ყიდვა 500 ევროდ შეგიძლიათ.

ყველაზე ძვირადღირებული ომლეტი მსოფლიოში შეგიძლიათ მიირთვათ ნიუ-იორკულ სასტუმროში Le Parker Meridien-ში. ის 100$ ღირს, მასში კვერცხის გარდა არის კიბორჩხალაც, შემწვარი კარტოფილიც და მორთულია ტარაღანას ხიზილალით.

ყველაზე ძვირადღიერებული ზეთი მსოფლიოში, მცენარე არგანისგან მაროკოში იწარმოება, მისი ნაყოფი ფორმით ზეთისხილს გავას. ერთი ლიტრის მისაღებად 30 კგ ნაყოფია საჭირო, 100გრამი ამ ზეთის ფასი 250 $-ია.

ყველაზე ძვირადღირებული პური Roquefort and Almond Sourdough Bread-ია. თქვენ შეგიძლიათ ის 25$-ად გასინჯოთ, ის საუკეთესო ხარისხის ფქვილით, ძვირადღირებული ფრანგული ყველის „როკფორტის“ ფერმენტებით და ნუშითაა დამზადებული. მისი ყიდვა მხოლოდ ლონდონის „ბუტიკებშია“ შესაძლებელი და ის ძვეულებრივზე გაცილებით ძვირი ღირს.

ყველაზე ძვირი რძე თაგვისაა. მისი ღირებულება 1 ლიტრზე 22 000$ აღწევს/ 1 ლიტრის მოსაპოვებლად კი დაახლოებით 4000 თაგვია საჭირო. თაგვის რძე მედიცინაში გამოიყენება და მისგან უნიკალურ ფარმაკოლოგიურ მედიკამენტებს ამზადებენ.

ყველაზე ძვირადღირებული ყველის სახეობა არის Pule, ის ვირის რძისგან მზადდება და კილოგრამი 1 280$ ღირს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42