გავლენიანი ტაბლოიდები ჰოლივუდის ვარსკვლავის, 53 წლის ბრედ პიტის ახალ რომანზე ალაპარაკდა.
ბრედ პიტისა და 35 წლის მსახიობის, სიენა მილერის „სერიოზული ფლირტის“ შესახებ პირველად Pagesix-მა დაწერა.
დეილი მეილის ცნობით, მსახიობებმა ფილმის „დაკარგული ქალაქი Z” პრემიერის შემდეგ საღამო ერთად გაატარეს და ერთმანეთის კამპანიაში, არაჩვეულებრივად გამოიყურებოდნენ.
„პიტი და მილერი ისე გამოიყურებოდნენ, როგორც შეყვარებული წყვილი" - ამბობს წყარო გამოცემასთან საუბრისას.
მსოფლიოს ულამაზეს და გავლენიან წყვილად აღიარებული ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის სკანდალური განქორინების შესახებ ცნობილი 2016 წლის სექტემბერში გავრცელდა.
ანჯელინა ჯოლის და ბრედ პიტის 12 წლიანი ურთიერთობის დანგრევის ერთ-ერთ ვერსიად თავიდანვე ბავშვები დასახელდა. კერძოდ ბავშვების აღზრდაში ბრედის მეთოდები. შემდეგ კი ცნობილი გახდა, რომ ჯოლიმ პიტთან დაშორების გადაწყვეტილება, ბრედის მიერ მათი ერთ-ერთი შვილის მედოქსის ცემის გამო მიიღო.
გავრცელებული ცნობით, წყვილი შვილებთან ერთად საფრანგეთიდან ლოს ანჯელესში კერძო თვითმფრინავით მიფრინავდა. 15 წლის მედოქსთან კამათისას ბრედმა მას ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ კი ხელი გაარტყა.
თუმცა, FBI-მ და ბავშვთა და ოჯახის საკითხებზე ლოს ანჯელესის სოციალურმა დეპარტამენტმა გამოძიების შედეგად აღნიშნული ფაქტი არ დაადასტურა და მსახიობის წინააღმდეგ აღძრული საქმე დახურა.
ცნობილი გახდა ისიც, რომ ბრედ პიტმა და ანჯელინა ჯოლიმ შვილების საცხოვრებელი ადგილის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს.
შეთანხმების თანახმად, ბავშვები დედასთან იცხოვრებენ, პიტი კი მათ ”თერაპევტული ვიზიტებით” ეწვევა.
გავრცელებული ცნობით, ბრედპიტმა ანჯელინას გადაწყვეტილების შესახებ არაფერი იცოდა და დოკუმენტაციის შევსების დღეს გაიგო.
ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის რომანი 2005 წელს, ფილმ "მისტერ და მისის სმიტების" გადაღებაზე დაიწყო, რომელშიც მსახიობები მთავარ როლებს ასრულებდნენ.
წყვილს 6 შვილი ჰყავს. აქედან სამი ნაშვილებია. ბრედმა ანჯელინას 3 ნაშვილები ბავშვი მედოქს ჩივანი (05.08.01წ.), პაქს ტიენი (29.11.03წ.), ზაჰარა მარლი (08.01.05წ.) იშვილა.
თანაცხოვრების პერიოდში კი მათ სამი შვილი გაუჩნდათ შაილო ნუველი (27.05.06წ), ტყუპები –ნოქს ლეონი და ვივიენ მარშელინი (12.07.08წ.)
ანჯელინა და ბრედმა 2014 წელს იქორწინეს.
მასალის გამოყენების პირობები






