"ბორუსიას" ავტობუსთან ნაპოვნი წერილის ავტორები, თავდასხმაზე პასუხისმგებლობას იღებენ
მსოფლიო - 12:49, 12 Apr, 2017     4280
დორტმუნდში, საფეხბურთო კლუბ დორტმუნდის „ბორუსიას“ ავტობუსთან მომხდარი აფეთქების ადგილზე პოლიციამ წერილი იპოვა.


როგორც პროკურატურის წარმომადგენლები აცხადებენ, წერილის ავტორები აფეთქებაზე პასუხისმგებლობას იღებენ.

სპეციალურ პრესკონფერენციაზე პროკურატურის წარმომადგენლება წერილის შინაარსზე არ ისაუბრეს, თუმცა განაცხადეს რომ ნებისმიერ ვერსიას განიხილავენ. მათივე თქმით, ჯერჯეროებით არ არსებობს რაიმე მტკიცებულება, რაც ტერაქტზე მიუთითებს.

სამართალდამცველების მოსაზრებით, აღნიშნული ინციდენტი საფეხბურთო კლუბ „ბორუსიაზე“ მიმართული თავდასხმა იყო.

გუშინ, გერმანიის ქალაქ დორტმუნდში 3 აფეთქება მოხდა.

გზაზე დამონტაჟებული სამივე ასაფეთქებელი მოწყობილობა იმ დროს ამოქმედდა, როდესაც ფეხბურთელთა ნაკრები ავტობუსით ჩემპიონთა ლიგის მატჩზე მიემართებოდა.

აფეთქების შედეგად დაზიანდა ავტობუსი, რომელსაც დორტმუნდის „ბორუსიას“ ფეხბურთელები ჩემპიონთა ლიგის მატჩზე მიჰყავდა. დაშავდა ფეხბურთელი მარკ ბარტა, რომელიც კლინიკაში გადაიყვანეს და ხელზე ოპერაცია ჩაუტარდა.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ სასტუმროსთან, სადაც დორტმუნდის „ბორუსიას“ ფეხბურთელები იყვნენ განთავსებული, საეჭვო ნივთი იპოვეს,

აფეთქების გამო დორტმუნდის „ბორუსია“- „მონაკოს" თამაში 12 აპრილისთვის გადაიდო.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42