ამის შესახებ პუტინმა ტელეარს „მირ 24-თან“ ინტერვიუში განაცხდა.
„ჩვენი ჯარისკაცები, საერთაშორისო ტერორიზმთან სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე იბრძვიან იმისთვის, რომ ისინი აქ აღარასოდეს დაბრუნდნენ“ - განაცხადა პუტინმა.
მისი თქმით, რუსეთში ტერორისტების დაბრუნების იშვიათი შემთხვევები ადასტურებს, რომ „სწორი არჩევანი გააკეთეს.“
რუსული სამხედრო დაჯგუფებები სირიაში 2015 წლის სექტემბერში გაიგზავნა. რუსული მხარის განცხადებით, ავიაციის გაგზავნა ტერორისტებთან საბრძოლვევლად, დამასკოს თხოვნის საფუძველზე მოხდა. თუმცა, დასავლეთი მას სირიის პრეზიდენტის რეჟიმის მხარდაჭერასა და ასადის ოპოზიციის პოზიციების დაბომბვაში ადანაშაულებდა.
2016 წლის მარტში კი პუტინმა სირიიდან რუსული საჯარისო ნაწილების გაყვანის ბრძანება გასცა. მისივე თქმით რუსული კონტიგენტი, დარჩება ტარტუსის საზღვაო ბაზასა და ჰმეიმიმის აეროდრომზე, ასევე დარჩებიან ამ ბაზების უსაფრთხოებისთვის საჭირო ძალები, რომლებიც ამავე დროს სირიაში, სამშვიდობო შეთანხმების დაცვას მიადევნებენ თვალს.
მასალის გამოყენების პირობები






