,,გეგონათ, რომ გამიკვირდა ადმინისტრაციული საზღვრის გადმოწევა? - არაფერი გამკვირვებია... ასე მალე ვერ მოვაჭკვიანებთ რუსეთს, მაგრამ ერთი ის მითხარით, მათ რა გააკეთეს ვინც ჩვენ დაგვცინიან?! რა თქმა უნდა, მეც ვიცი, რომ რუსეთის მხრიდან ეს ძალიან ცუდი ნაბიჯია, მაგრამ ამ შემოდგომაზე ჩვენ კიდევ ვაპირებთ რუსეთში საგასტროლოდ წასვლას. იმის იმედი არ გვაქვს, რომ ასე უცებ დავამთავრებთ ომს, მაგრამ ხალხთან უნდა გვქონდეს ურთიეთობა. ეს ურთიერთობა არ უნდა დაიკარგოს! იარაღის და თოფის ჟღარუნით არაფერი გამოვა, ტყუილია ეგ! მითხარით რა მოუტანია სიხსლისღვრას და ომს?! დაიღუპა ხალხი და ვიღაცეები ტრაბახობენ გავიმარჯვეთო, არაკაცები ესენი...ზეიმი რომ გამართეს, იმ დღეს მე, ანზორ ერქომაიშვილი და ჯანსუღ ჩარკვიანი ვიდექით რუსთაველზე და სირცხვილისგან არ ვიცოდით, თავები სად წაგვეღო...
ყვარყვარიზმი ყოველთვის იყო, პოლიკარპე კაკაბაძე ნამდვილად გენიოსი იყო ეს რომ დაწერა. ხალხის შეკრება ზოგჯერ ბრბოდ იქცევა და ამას კარგად იყენებენ არაკაცები. არაფრით არ შეიძლება ტყუილში ცხოვრება, რასაც ისინი კადრულობდნენ,"-ამბობს ჭკუასელი ,,კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში.
მასალის გამოყენების პირობები






