შვილის დაავადებაზე პირველად ისაუბრა ლუიზიანამ.
მისი თქმით, ნოა გამოჯანმრთელების პროცესი წარმატებით მიმდინარეობს და მკურნალობის კურსის შემდეგ, არგენტინაში, საკუთარ სახლში დაბრუნდნენ.
„ძალიან ბედნიერი ვარ. მადლობა ღმერთს, ჩემი შვილი კარგად არის“ - განაცხადა მსახიობმა.
3 წლის ნოას ღვიძლის კიბოს დიაგნოზის შესახებ გასული წლის ოქტობერში გახდა ცნობილი.
ამის შესახებ თავად მომღერალმა გააკეთა განცხადება ფეისბუკის გვერდზე.
„განადგურებულები ვართ ჩვენი უფროსი შვილის კიბოს დიაგნოზის გამო, რომელიც ამჟამად აშშ-ში მკურნალობს. მე და ლუისიანამ შევაჩერეთ ჩვენი კარიერა, რათა მთელი დრო და ყურადღება ნიას დახმარებას დავუთმოთ. ამ რთულ დროს, მხოლოდ ლოცვასა და ჩვენი პირადი ცხოვრების პატივისცემას გთხოვთ. წინ რთული გზა გველის და იმედი გვაქვს, ოჯახის, მეგობრებისა და მთელი მსოფლიოს გარშემო თაყვანისმცემლების მხარდაჭერით ომს მოვიგებთ" - წერდა მომღერალი.
მაიკლ ბუბლეი და ლუიზიანა ლოპილატო 2001 წელს დაქორწინდნენ და ვანკუვერში ცხოვრობენ. მათ კიდევ ერთი შვილი ჰყავთ, ელიასი.







მასალის გამოყენების პირობები






