მისივე თქმით, სადაზვევრო სამსახურს ასევე გააჩნია ინფორმაცია, რომ იგეგმება "ყალბი ქიმიური იარაღის" გამოყენება, რომელიც ბაშარ ასადის რეჟიმისთვის ზიანის მიყენებისკენ არის მიმართული.
"ეს სიტუაცია ძალიან ჰგავს 2003 წელს, როდესაც აბსოლუტურად მოგონილი მიზეზით აშშ-მ შეიარაღებული ძალები ერაყში შეიყვანა. აშშ უშიშროების საბჭოს მაშინაც უმტკიცებდა, რომ ერაყში ქიმიური იარაღი იპოვეს, რაც დღემდე არ დამტკიცებულა" - განაცხადა პუტინმა.
პუტინის თქმით, მოსკოვი აპირებს საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართოს, რათა რეალურად იქნას გამოძიებული, ნამდვილად გამოიყენეს თუ არა სირიაში ქიმიუირ იარაღი.
მანამდე, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, რექს ტილერონმა განაცხადა, რომ რუსეთმა არ შეასრულა საერთაშორისო ვალდებულებები. მისი განცხადებით, 2013 წლის სექტემბერში, რუსეთმა პასუხისმგებლობა აიღო, რომ სირიის ქიმიური იარაღის მარაგებს გაანადგურებდა, თუმცა ეს არ შესრულდა და ქიმიური შეტევა შესაძლებელი გახდა. ამიტომაც, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თქმით, სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენებაზე პასუხისმგებლობა, რუსეთს ეკისრება.
შეგახსენებთ, 4 აპრილს, სირიის ჩრდილო დასავლეთში, იდლიბის ქალაქ ხან-შეიხუნში, რომლებსაც ამბოხებულები აკონტროლებენ ქიმიური იარაღით თავდასხმა მოხდა, რომელშიც ბაშარ ალ ასადის რეჟიმს ადანაშაულებენ. შემთხვევას 89 ადამიანი ემსხვერპლა. დაშავებულია 500-ზე მეტი ადამიანი. დაღუპულთა შორის ათეულობით ბავშვია. თავდასხმის შედეგების ამსახველი შემზარავი კადრები ინტერნეტში გავრცელდა.
აღნიშნულის საპასუხოდ, აშშ-მა წერტილოვანი სარაკეტო იერიში მიიტანა სირიაში, ჰომსის პროვინციაში ალ შარიათის სამხედრო ბაზაზე, საიდანაც სავარაუდოდ ქიმიური თავდასხმა მოხდა. აშშ-მა ავიაიერიშები ხმელთაშუა ზღვაში ორი გემიდან განხორციელა და 59 შორი რადიუსის რაკეტა გამოიყენა.
მსოფლიო ლიდერებმა აშშ-ის გადაწყვეტილებას სრული მხარდაჭერა გამოუცხადეს.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა აშშ-ის მიერ სირიის სამხედრო ბაზაზე განხორციელებულ სარაკეტო იერიშს "სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ აგრესია" უწოდა. რუსეთის საგარეო უწყებამ განცხადებაც გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ ეს „სუვერენული სირიისადმი აგრესიის ნათელი აქტია“, რომელიც ვაშინგტონს წინასწარ ჰქონდა მომზადებული.
ამავდროულად, რუსეთმა აშშ-სთან სირიაში ინციდენტების პრევენციის და საავიაციო უსაფრთხოების ოპერაციების უზრუნველყოფის თაობაზე მემორანდუმი შეაჩერა.
მასალის გამოყენების პირობები






