Aurora Australis - ასე ეწოდა ავსტრალიაში დაფიქსირებულ ჩრდილოეთის ციალის (Aurora Borealis) მსგავს ნათებას, რომელმაც შთამბეჭდავი სანახაობა შექმნა.
ულამაზესი სანახაობა, მოყვარულმა ფოტოგრაფმა ფილიპ დაბინმა მელბურნში გადაიღო.








ჩრდილოეთის ციალის შთამბეჭდავი სანახაობა 15 მარტს, ჩრდილოეთ ნორვეგიაში, კაუტოკეინოს მახლობლად დააფიქსირეს.

ჩრდილოეთის ციალი მოციმციმე სინათლეა, რომელიც ძირითადად მზის რადიაციითაა გამოწვეული.
ჩრდილოეთის ციალს წარმოშობს მზის ნაწილაკები, რომლებიც გაიტყორცნება ცარიელ სივრცეში. ესნაწილაკები დამუხტულია და შეიცავს ენერგიას, შესაბამისად ის გარდაიქმნება ელექტროენერგიად. გატყორცნილი ნაწილაკები წარმოშობენ „მზის ქარს“. დედამიწას ამ ქარისაგან მისი მაგნიტური ველი იცავს, თუმცა რადგანაც ეს ველი გარკვეულ ადგილებში შედარებით სუსტია დედამიწაზე „მზის ქარი“ ციალის სახით აღწევს.
ატმოსფერული დაბინძურების გამო უკანასკნელ წლებში ჩრდილოეთის ციალის ნახვა დღეს მხოლოდ დედამიწის უკიდურეს ჩრდილოეთში შეიძლება პოლარული ციალი გაზაფხულობითა და შემოდგომობით უფრო ხშირია, ვიდრე ზამთრობით და ზაფხულობით. სიხშირის პიკი საგაზაფხულო და საშემოდგომო ბუნიობისას (დღე-ღამტოლობის დროს) აღწევს. პოლარული ციალისას ჭარბი რაოდენობით ენერგია გამოიყოფა, (2007 წლის აღრიცხვით — 5×1014 ჯოულით, დაახლოებით იმდენი, რამდენიც 5,5 ბალიანი მიწისძვრისას. კოსმოსიდან დაკვირვებისას პოლარული ციალი ცის სწრაფცვლადი ფერთა ნათების, მოძრავი სხივების, ხაზების, გვირგვინებისა და „ფარდების“ ბზინვარებით ვლინდება. პოლარული ციალის ხანგრძლივობა რამდენიმე საათიდან რამდენიმე დღემდე გრძელდება.
ნათება მხოლოდ ღამით ჩანს, რადგანაც მისი შუქი იმდენად ძლიერი არაა, რომ დღის განმავლობაში მზის სინათლე გადაფაროს.
მასალის გამოყენების პირობები






