"გარდიანი" ხშირად აქვეყნებს მისი მკითხველების სტატიებს, რომლებიც სოციალური ხასიათის თემებს, ან პირად ისტორიებს ეხება.
ამჯერად, გვთავაზობს ინკოგნიტო მკითხველის წერილს, რომელის შეღუდული შესაძლებლობების მქონე დას ეძღვნება:
"ბავშვობაში, ყველას თვალში რადიკალურად განსხვავებულები ვიყავით. შენ მაღალი იყავი, მე დაბალი. შენ გამხდარი, მე არა. შენ ლამაზი იყავი, მე ჩვეულებრივი. ის ფაქტი, რომ შენ მეტყველებასთან და სწავლასთან დაკავშირებით პრობლემები გქონდა, ჩემი აზრით, პრობლემას არ წარმოადგენდა. ჩვენ იმდენ დროს ვატარებდით ერთად, თითქოს კონუმიკაციის ბარიერი არ არსებობდა. შენზე ვეჭვიანობდი, იმაზე, როგორ გამოიყურებოდი. წარმოვიდგენდი, რა იქნებოდა, მე რომ შენნაირი ვყოფილიყავი. შესაძლოა, შენსავით უხეში არ ვყოფილიყავი და უფრო მეტი მეგობარი მყოლოდა. როდესაც ბიოლოგიაში გენეტიკის შესახებ ვისწავლეთ, მიკვირდა გენები ასე დალაგდა შენთვის და არა ჩემთვის.
ის კი არ იყო, რომ მე შენ არ მომწონდი. უბრალოდ, შენ ის უფრო მარტივად მიიღევ, ვიდრე მე. შენ ხალხს იზიდავდი. „ლამაზი გოგონა“ , ამბობდნენ ისინი შენზე , მაშინ როცა მე უბრალოდ მიღიმოდნენ. კომპლიმნეტს იღებდი შენი თმების გამო. თმები მეც გავიზარდე, მაგრამ არავის არაფერი უთქვამს.
როდესაც სკოლაში საშუალო საფეხურზე გადახვედი, ჩვენ შორის მეტი განსხვავება შევამჩნიე. ყველანი ერთმანეთს გავდარებდნენ და ეს უსამართლობა იყო. ისინი ელოდებოდნენ, რომ შენ ჩემი მსგავსი იქნებოდი, ელოდნენ , რომ შენი ტვინი ჩემის მსგავსი იქნებოდა.
მე ჭკვიანი ვიყავი. შენც ჭკვიანი იყავი, მაგრამ არასტანდარტული. შენ ისეთივე მეხსიერება გქონდა, როგორც სპილოს და საოცარი ვიდეორგოლების კეთების უნარი.
როდესაც ლაპარაკობდი, მთელი ოჯახი მე მიყურებდა. მასწავლებლები მოდიოდნენ , რათა ჩემგან გაეგოთ, რისი თქმა გსურდა. მე შენი ბოლომდე მესმოდა და ზოგჯერ ერთადერთიც ვიყავი, ვისაც ეს შეეძლო. ხალხი ჩემზე ისე კი არ ფიქრობდა, როგორც შენს დაზე, არამედ როგორც თარჯიმანზე.
არასოდეს დამავიწყდება დღე, როდესაც საშინაო დავალებას წერდი. შენს წინ ვიჯექი, ჩემთვის ვმღეროდი , თან ვწერდი. შენ ადექი ძალიან მშვიდად, კალამი მაგიდაზე დადე, ცრემლი ფურცელს დაეცა და შენ წარმოთქვი ბუნდოვანი სიტყვები, ჩურჩულით: „მინდა, ნორმალური გოგო ვიყო.“
გიყურებდი და ვტიროდი. საკუთარ თავს ვსჯიდი. შენ ყველაფერს გაიღებდი, ჩემნაირი რომ ყოფილიყავი, ყოფილიყავი შენი კლასელების მსგავსი. ვინ ვიყავი მეე? მე რომელიც შენზე ვეჭვიანობდი?
ჩვენ რადიკალურად განსხვავებულები ვიყავით, მაგრამ ჩვენ ეს მივიღეთ.
ჩემო პატარავ - შენ სრულყოფილი გარეგნობა გერგო, მე ტვინი.
ეს უსამართლობაა, მაგრამ ჩვენ ასე ცხოვრება ვისწავლეთ, ცხოვრება ერთმანეთთით, ეჭვიანობის გარეშე."
მასალის გამოყენების პირობები






