მიუხედავად იმისა, როდის დაიწყება და დამთავრდება მე-7 სეზონი, მე-6 სეზონის ფინალმა დატოვა მოლოდინი, რომ კერის ისედაც გართულებული ცხოვრება, კიდევ უფრო გართულდება.
ახლა კი რაც შეეხება მე-6 სეზონის ფინალს, Homeland-მა გაანადგურა თავისი ერთ-ერთი ვარსკვლავი და მთავარი გმირი, თუ თქვენ ჯერ არ გინახავთ ფინალური სერია, მაშინ ჯობს სტატიის კითხვა აქ შეწყვიტოთ:
მსხვერპლი პიტერ ქუინი გახდა, კერი მეტისონის მეგობარი და მასზე უიმედოდ შეყვარებული. ის სპეცრაზმმა მოკლა, როდესაც ის კერის და არჩეული პრეზიდენტის ელიზაბეტ კინის მკვლელებისგან დახსნას ცდილობდა. მკვლელობა რომელიც მე-12 სერიის შუა ნაწილში მოხდა, სისხლიანი და შოკისმომგვრელი იყო. მოუსვენარმა აგენტმა თვითშეწირვის „რიტუალი“ შეასრულა.
პიტერ ქუინის სიკვდილმა სერიალის თაყვანისმცემლებში დიდი შოკი გამოიწვია, მათ ჯერ ბოლომდე გამოტირებული ნიკოლას ბროუდიც არ ჰყავდათ, როდესაც მის გზას კერიზე შეყვარებული მორიგი მამაკაცი გაუყენეს. პიტერი ღირსეულად გამოიგლოვა ქართველმა თაყვანისმცემელმაც, სწორედ პიტერ ქვინია ერთ-ერთი ყველაზე ხშირად ნახსენები სახელი გუშინ დღიდან მოყოლებული და ამ ამბავმა ბევრი პოლიტიკური მოვლენა გადაფარა საქართველოში.
პიტერ ქვინი ერთხელ უკვე დაბრუნდა „იმ ქვეყნიდან“, როდესაც ის ზარინით მოწამლული გადაარჩინეს. ფაქტია რომ რეჟისორები მის დაბრუნებას აღარ აპირებენ. თუმცა ალექს განსა, რომელიც „სამშობლოს“ შემქმნელი და აღმასრულებელი პროდიუსერია, შეუძლებლად არ მიიჩნევს, რომ სერიალში „ფლეშბექის“ წყალობით ისევ გამოჩნდეს ნიკოლას ბროუდი.
მასალის გამოყენების პირობები






