კანადის პრემიერის ჯასტინ ტრიუდოს ვიზუალზე ყოველთვის ბევრს საუბრობენ.
მისი ოფიციალური თუ არაოფიციალური გამოჩენა მუდამ ტაბლოიდების განხილვის თემაა.
არანაკლები პოპულარობით სარგებლობს დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წაარმომადგენელი, პრინცი ჰარი, რომელიც ყველაზე სასურველი უცოლო პრინცის სტატუსს, სავარაუდოდ, მალე დაემშვიდობება.
მანამ კი, სოციალური ქსელი და სრულიად მედია დაიპყრო ორი „გულთამყრობლის“ ერთად გამოჩენამ.
საფრანგეთში, პირველი მსოფლიო ომის მნიშვნელოვანი ბრძოლის - ვიმის ბრძოლის ასი წლისთავის აღსანიშნავ ცერემონიალს საფრანგეთის პრეზიდენტი, კანადის პრემიერი და ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წარმომადგენლები დაესწრნენ და დაღუპულებს პატივი მიაგეს (ვიმის ბრძოლაში, რომელიც კანადისა და გერმანიის კარებს შორის მიმდინარეობდა, 3. 600 კანადელი შეეწირა).
მედიაში გავრცელებულმა ფოტოებმა თვითერის მომხარებლები „გააგიჟა.“
რამდენიმე საათის განმავლობაში თვითერზე პრინცი ჰარი და ტრუდო იტრენდებოდა.
სოციალურ ქსელში წერენ, რომ „ჯასტინ ტრუდოსა და პრინცი ჰარის ერთად გამოჩენა მეტისმეტია და მათი გული ამდენს ვერ გაუძლებს.“









მასალის გამოყენების პირობები






