მარინ ლე პენი და მისი "ნაციონალური ფრონტი" რუსეთიდან ფინანსდება
მსოფლიო - 16:10, 11 Apr, 2017     2453

24 მარტს საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატის, მარინ ლე პენის კრემლში გამოჩენამ დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია, რასაც პირველ რიგში თავად ვლადიმერ პუტინის განცხადებამ შეუწყო ხელი.

"რა თქმა უნდა ვიცი, რომ საფრამგეთში წინასაარჩევნო კამპანია აქტიურად მიმდინარეობს. ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ გვსურს რაიმე ფორმით ჩავერიოთ მოვლენათა განვითარებაში, თუმცა ვიტოვებთ უფლებას პირდაპირი ურთიერთობები გვქონდეს ყველა პოლიტიკური ძალის ყველა წარმომადგენელთან, როგორც ამას ჩვენი დასავლელი და ამერიკელი პარტნიორები აკეთებენ," - განაცხადა პუტინმა, რომელიც ამ სიტყვების წარმოთქმისას, დამსწრე ჟურნალისტების თქმით, სახეზე ირონიული ღიმილის დამალვას ცდილობდა.

მარინ ლე პენი ამ დროს აუღევებელი ჩანდა.ვიზიტის დროს ლე პენმა კიდევ ერთხელ დაუჭირა მხარი ყირიმის რუსეთის შემადგენლობაში შესვლას და განაცხადა, რომ იგი ვარაუდობს ევროპის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების სწრაფ გაუქმებას.

ეს ვიზიტი ორივე მხარისთვის მომგებიანი იყო: მარინ ლე პენი გამოიყურებოდა, როგორც საფრანგეთის მომავალი ლიდერი, ხოლო პუტინი კიდევ ერთხელ დარწმუნდა თავისი ანტიევროკავშიელი და ანტინატოელი მოკავშირის სრულ და უპირობო მხარდაჭერაში.

თუმცა აქ მთავარი ის ფაქტია, რომ პუტინს და ლე პენს მხოლოდ იდეოლოგიური მსოფლმხედველობა არ აერთიანებს.

უკვე რამდენიმე წელია საფრანგეთის ბანკებმა ლე პენს და მის "ნაციონალურ ფრონტს", ანტისემიტური და რასისტული გამონათქვამებისა და ქმედებების გამო კრედიტების მიცემაზე უარი უთხრეს. ლე პენმაც დაფინანსების სხვა წყაროების ძებნა დაიწყო.

ცნობილი გახდა, რომ 2014 წელს "ნაციონალურმა ფრონტმა" 11 მილიონი ევროს ოდენობის კრედიტები რუსეთის ბანკებისაგან მიიღო. მთავარი დამფინანსებელი, "პირველი ჩეხურ-რუსული ბანკი" იყო (9 მილიონი ევრო), რომელსაც მჭიდრო კავშირები აქვს კრემლთან.

აღსანიშნავია, რომ ამ კრედიტებზე მოლაპარაკებები რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის დროს მიმდინარეობდა, ხოლო ლე პენი ერთადერთი იყო, ვინც კრემლს მხარი დაუჭირა. ეს მხარდაჭერა რომ უბრალოდ იდეოლოგიურ საფუძვლებს არ ემყარებოდა რუსული ჰაკერული ჯგუფის "შალტაი-ბალტაის" მიერ გავრცელებული მიმოწერიდანაც ჩანს. რომელსაც კრემლის ჩინოვნიკსა და რუს დეპუტატს შორის 2014 წლის მარტში მიმდინარეობდა.

"ჩვენ ის (ლე პენი) ძალიან გვჭირდება, ამაზე უფროსმაც განაცხადა, გადაეცი მას, შენ ხომ მას ახლოს იცნობ და კონტაქტებიც გვაქვს," - წერს ჩინოვნიკი.

ამის შემდეგ ლე პენმა კრემლის სასრგებლო განცხადება გააკეთა, რასაც ასეთი დიალოგი მოჰყვა:

"მან იმედები არ გაგვიცრუა" - წერს ჩინოვნიკი, რასაც ღიმილის სმაილიკი მოსდევს.

"აუცილებელია გარკვეული პატი ვცეთ, ეს მნიშვნელოვანია," - წერს დეპუტატი.

"ჩემთვის არ არსებობს არანაირი ეჭვი, რომ ამ კრედიტზე სანქცია კრემლიდან იქნა გაცემული, ეს იყო სპეცოპერაცია," - აცხადებს რუსეთის ყოფილი პრემიერი კასიანოვი.

ამასთან, გასულ კვირას ცნობილი გახდა, რომ 2016 წელს "ნაციონალურმა ფრონტმა" რუსეთის ბანკებიდან კიდევ ერთი მსხვილი კრედიტი აიღო.

როგორც პუტინი, ასევე მარინ ლე პენი აცხადებენ, რომ მათ ერთმანეთი 2017 წლის მარტამდე არ უნახავთ, თუმცა საწინააღმდეგოს აცხდებს მარინის მამა, ჟან-მარი ლეპენი. მან გასულ წელს BBC-სთვის მიცემულ ერთერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ "პუტინი ჩემი მეგობარი არ არის, მე ის არასდროვს მინახავს, მას მარინი ხვდებოდა ხოლმე."

წყარო: BBC






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42