საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Amnesty International-ი ახალ ანგარიშს აქვეყნებს, რომლის თანახმადაც გასულ წელთან შედარებით, 2016 წელს მსოფლიოში სიკვდილით დასჯის მაჩვენებელი შემცირდა. მაშინ როცა, 2015 წელს ადამიანის სიკვდილით დასჯის 1634 შემთხვევა დაფიქსირდა.
ორგანიზაციის ანგარიშის თანახმად, 3117 ადამიანს შეეფარდა სიკვდილით დასჯა, მათგან 1032 ადამიანის განაჩენი მოიყვანეს სისრულეში.
სიკვდილით დასჯის მაჩვენებლის კლება პირველ რიგში, ირანისა და პაკისტინის შედეგებით განისაზღვრა.
ანგარიშში არ შედის ჩინეთის მონაცემები, რადგან ზუსტი მონაცემები არ არსებობს.
თუმცა, უფლებადამცველები ვარაუდობენ, რომ სწორედ ჩინეთშია სიკვდილით დასჯის ყველაზე მეტი შემთხვევა. ანგარიშის მიხედვით, ყველაზე მეტი სიკვდილით დასჯის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ირანში - 567 ადამიანი, საუდის არაბეთში - 154 ადამიანი, ერაყში - 88 ადამიანი და პაკისტანში - 87 ადამიანი.
Amnesty International-ის განცხადებით, 2006 წლის წლის შემდეგ პირველად მოხდა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები სიის 5-ეულში არ არის, ეს კი დადებით ტენდენციად დახასიათდა. შტატებში გასულ წელს 20 ადამიანს მიუსაჯეს სიკვდილი. ამ მაჩვენებლით კი ქვეყანამ მე-7 ადგილზე გადაინაცვლა.
ანგარიშის თანახმად, მსოფლიო ქვეყნების 2/3-ში მიდის სიკვდილით დასჯის კანონის გაუქმების პროცესი.
მასალის გამოყენების პირობები






