ამის შესახებ ეროკა ტელეგრაფთან ინტერვიუში ისაუბრა.
მისი თქმით, ივანკა „გულგატეხილი და აღელვებული იყო.“
„ივანკა სამი შვილის დედაა, მას დიდი გავლენა აქვს, დარწმუნებული ვარ, მამას უთხრა: „ნახე, ეს ხომ საშინელებაა“ - განაცხადა ერიკმა და დასძინა, რომ ივანკაზე და მამაზე სავარაუდოდ, ძალიან იმოქმედა იმ კადრების ნახვამ, რომელზეც ქიმიური თავდასხმის შედეგად გარდაცვლილი თუ დაშავებული ადამიანები, მათ შორის ბავშვები არიან ასახულნი.
„ასეთ დროს, მამაჩემი მოქმედებას იწყებს, ჯერ კიდევ ორი წლის წინ ის სირიაში ნებისმიერი მოქმედების წინააღმდეგი იყო. თუმცა, ქვეყნის ლიდერმა საკუთარი ხალხი შხამით მოწამლა. ამ მომენტში კი ამერიკამ, როგორც მსოფლიო ლიდერმა, ზესახელმწიფომ მოქმედება უნდა დაიწყოს. და ასეც გააკეთა, მოკავშირეების დიდი მხარდაჭერა მოიპოვა და მგონი, ეს ძალიან კარგია“ - განაცახადა პრეზიდენტის შვილმა
მასალის გამოყენების პირობები






