იტალიის ქალაქ ლუკაში "დიდი შვიდეულის" საგარეო საქმეთა მინისტრები სირიის კრიზისს განიხილავენ. მათ დღეს თურქეთის, საუდის არაბეთის, არაბეთის გაერთიანებული ემირატების, იორდანიის, და კატარის წარმომადგენლები შეუერთდნენ. მონაწილეები სირიის რეჟიმის იზოლაციაში მოქცევის გზებზე მსჯელობენ. ყველა მათგანი ასადის რეჟიმის წინააღმდეგ გამოდის და აცხდებს, რომ მან აუცილებლად პასუხი უნდა აგოს.
ბრიტანეთის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ აუცილებელია რუსეთისა და სირიის მაღალჩინოსნებზე ახალი სანქციები დაწესდეს.
პარალელურად, აშშ ცდილობს რუსეთზე ზეწოლა გააძლიეროს ბაშარ ალ ასადის მხარდაჭერის შესაჩერებლად. სწორედ ამ მისით ჩადის აშშ სახელმწიფო მდივანი რექს ტაილერსონი მოსკოვში. იგი ეცდება დაარწმუნოს კრემლი, რომ შეწყვიტოს ასადის მხარდაჭერა.
დონალდ ტრამპი ტელეფონით ელაპარაკა ბრიტანეთის პრემიერსა და გერმანიის კანცლერს. ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ასადის მხარდაჭერა რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებში აღარ უნდა შედიოდეს და იდლიბის ქიმიურ შეტევაზე სირიის პრეზიდენტმა პასუხი უნდა აგოს.
"ასოშიეითედ პრესსი" ამერიკელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით აცხადებს, რომ რუსეთმა როგორც მინიმუმ იცოდა ქიმიური შეტევის შესახებ, რადგან დაზვერვის მონაცემებით, ხან შეიხუნეს საავადმყოფოს თავზე უპილოტო საფრენი აპარატი შენიშნეს.
მიუხედავად ამისა, რუსეთი და ირანი აცხადებს, რომ აშშ-მ ვერ წარმოადგინა სარწმუნო საბუთები, რომ ასადის რეჟიმს ქიმიური იარაღი გააჩნია.
მასალის გამოყენების პირობები






