საგარეო უწყების განცხადების თანახმად, ატომური ავიამზიდის „კარლ ვინსონის“ ნახევარკუნძულის სანაპიროებთან გაგზავნა მიუთითებს, რომ „აშშ-ის გეგმა ჩრდილოეთ კორეაში შეჭრასთან დაკავშირებით სერიოზულ ფაზაში გადავიდა და ჩრდილოეთ კორეა საპასუხო ქმედებისთვის მზად არის.“
შეგახსენებთ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა კორეის სანაპიროსკენ სამხედრო ხომალდების ჯგუფი 9 აპრილს გაგზავნა. ოფიციალური განცხადებით, ეს არის პასუხი ჩრდილოეთ კორეის ბირთვული პროგრამის საპასუხოდ, რომელიც კვლავ აგრძელებს საერთაშორისო საზოგადოების იგნორირებას და თავისი ქმედებით რეგიონში დესტაბილიზაციის საფრთხედ რჩება. ამის შესახებ განცხადება აშშ-ს წყნარი ოკეანის ფლოტის ხელმძღვანელმა გააკეთა,
გემები ატომურ ავიამზიდ "კარლ უინსონის" ხელძღვანელობით წყნარი ოკეანის დასავლეთ მიმართულებით სინგაპურიდან დაიძრა. ფლოტის შემადგენლობაში ორი კრეისერი და მართვადი რაკეტებით აღჭურვილი ორი გამანადგურებელიც შედის
მასალის გამოყენების პირობები






