ლიბერთი ბანკი Khan Academy-ს პროექტის მხარდამჭერთა რიგებს შეუერთდა
ბიზნესი & ეკონომიკა - 13:00, 11 Apr, 2017     1230
11 აპრილს, Educare Georgia-ს დირექტორმა, გიორგი ჯიბლაძემ და ლიბერთი ბანკის გენერალურმა დირექტორმა, ალექსი ხოროშვილმა, ურთიერთთანამშრომლობის შესახებ მემურანდუმს მოაწერეს ხელი. მემორანდუმის ფარგლებში, ლიბერთი ბანკი შეუერთდება Educare Georgia-ს პარტნიორთა რიგებს და ორგანიზაციას დახმარებას გაუწევს ხანის აკადემიის (Khan Academy) პლატფორმის პოპულარიზაციაში.

ხანის აკადემია მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი უფასო საგანმანათლებლო პლატფორმაა, სადაც სხვადასხვა თემაზე წარმოდგენილია ვიდეო გაკვეთილები და პრაქტიკული სავარჯიშოები. Educare Georgia უზრუნველყოფს პლატფორმის ქართულ ენაზე თარგმნას, რაც საშუალებას აძლევს ქართველ მოსწავლეებსა და მასწავლებლებს მიიღონ მათთვის სასურველი ინფორმაცია უცხო ენის ბარიერის გარეშე. ვიდეო გაკვეთილები დაყოფილია როგორც სასკოლო კლასების, ასევე თემების და საგნების მიხედვით. პლატფორმა საშუალებას აძლევს მასწავლებლებს დააკვირდნენ მოსწავლეთა პროგრესს და მეტი ყურადღება დაუთმონ იმ საკითხებს, რაშიც მოსწავლეები მეტ დახმარებას საჭიროებენ.

თარგმნის გარდა, ორგანიზაციის მიზანია გაავრცელოს ინფორმაცია ხანის აკადემიის ქართული პლატფორმის შესახებ და ასწავლოს მოსწავლეებს და მასწავლებლებლებსპლატფორმის გამოყენება სასწავლო პროცესში. ლიბერთი ბანკი საქართველოს ბაზარზე ყველაზე ფართო ქსელით არის წარმოდგენილი. სწორედ საკუთარი ქსელის საშუალებით, ლიბერთი ბანკი უზრუნველყოფს ხანის აკადემიის ქართულენოვანი პლატფორმის შესახებ საქართველოს ყველა კუთხეში ინფორმაციის გავრცელებას. ასევე ლიბერთი ბანკის მხარდაჭერით საქართველოს სკოლებში დაიწყო საპილოტე პროექტი. 11 სკოლის მათემატიკის მასწავლებელი უკვე იყენებს ხანის აკადემიას სასწავლო პროცესში.

„მოხარული ვარ, რომ ლიბერთი ბანკი გახდა ჩვენი პარტნიორი და მნიშვნელოვან მხარდაჭერას გაგვიწევს არსებული ონლაინ საგანმანათლებლო რესურსებისპოპულარიზაციაში, რაც უფრო მეტ ადამიანს მისცემს საშუალებას მიიღოს მეტი ინფორმაცია და გაიღრმაოს ცოდნა სხვადასხვა მიმართულებით. მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ლიბერთი ბანკს პარტნიორობისთვის“ - აღნიშნა Educare Georgia-ს დირექტორმა, ბატონმა გიორგი ჯიბლაძემ.

„ქვეყანაში განათლების დონის ამაღლება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევაა. მოხარული ვარ, რომ გვეძლევა საშუალება ხელი შევუწყოთ საქართველოშითანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით განათლების მიღებას. ვფიქრობ, რომ ხანის აკადემიის პლატფორმა ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა სკოლის მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავებისთვის.“ - აღნიშნა ლიბერთი ბანკის გენერალურმა დირექტორმა, ბატონმა ალექსი ხოროშვილმა.

ხანის აკადმიის ქართულენოვანი პლატფორმა ხელმისაწვდომია შემდეგ გვერდზე: https://ka.khanacademy.org/ და YouTube არხზე (Khan Academy Kartuli)





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42