
ამავდროულად, კანადის პრეიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ განაცხდა, რომ მალალა იუსაფზაი კანადას ეწვევა.
პრემიერის თქმით, მალალა ყველაზე ახალგაზრდა ადამიანი იქნება, რომელიც კანადის პარლამენტში სიტყვით გამოვა და ასევე მეექვსე პირი, რომესაც კანადის საპატიო მოქალაქეობა მიენიჭება.
ამის შესახებ ჯასტინ ტრუდომ თვითერზე განაცხადა.
მალალა იუსაფზაი ახლა 19 წლის არის. მალალა ბლოგერი იყო და საკუთარ ბლოგში თალიბანის მოძრაობას აკრიტიკებდა, ახალგაზრდა ქალებისთვის განათლების მიღების უფლებების მოთხოვნებს აყენებდა.
2012 წელს მალალის მოკვლის მიზნით, თალიბანი იმ ავტობუსს დაესხა თავსა, რომელშიც მალალა იმყოფებოდა და თავის არეში მძიმედ დაჭრეს. გამოსაჯანმრთელებლად მას ორი რთული ოპერაციის გადატანა მოუხდა, სრულად გამოჯანმრთელდა და ქალთა უფლებების დასაცავად აქტიური ბრძოლა დაიწყო.
ახლა ის დიდ ბრიტანეთში მშობლებთან ერთად ცხოვრობს. 2013 წელს მიიღო პაკისტანელ აქტივისტსა და უფლებადამცველს ანა პოლიტკოვსკაიას სახელობის პრემია და სახაროვის პრემია გადაეცა.
2014 წელს გახდა ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატი.
2014 წლის 29 ოქტომბერს მიენიჭა კიდევ ერთი პრესტიჟული პრემია, მსოფლიოს ბავშვთა პრემია, რომელსაც მედია ნობელის ბავშვთა პრემიას უწოდებს.
მასალის გამოყენების პირობები






