პუბლიკაციები რუბრიკაში ,,რუსეთის ბნელი ხელოვნება” მოსკოვის სტრატეგიაზეა საუბარი, რომლის განხორციელებასაც ის ქვეყნის საზღვრებს გარეთ ცდილობს.
გამოცემის ვებგვერდზე აღნიშნულია, რომ ჟურნალისტებმა მასალებში ის პრინციპები გამოააშკარავეს, რომლითაც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ხელმძღვანელობს საგარეო პოლიტიკაში. საუბარია შეკვეთილ მკვლელობებზე, ინტერნეტ-მაქინაციებზე და ოპონენტების წინააღმდეგ კომპრომატების გამოყენებაზე.
პრესტიჟული ჯილდო სხვადასხვა ნომინაციაში აიღეს ვაშინგტონ პოსტმა, ნიუ იორკ დეილი ნიუსმა, პრო პაბლიკამ და სხვებმა.
პულიცერის პრიზი, ავტორებს და მედია ორგანიზაციებს ყოველწლიურად ჟურნალისტურ, პუბლიცისტურ და მხატვრულ ნამუშევრებში გადაეცემა.
შეგახსენებთ, საერთაშორისო საგამომძიებლო ჟურნალისტურმა კონსორციუმმა (ICIJ) სკანდალური დოკუმენტები გამოაქვეყნა.
ICIJ-ს ხელში აღმოჩნდა პანამის იურიდიული კომპანიის "მოსე ფონსეკას" საქმიანობის შესახებ დოკუმენტაცია. როგორც კონსორციუმის წარმომადგენლები აცხადებენ, ნახსენები კომპანია თავის კლიენტებს ეხმარებოდა გადასახადების დაფარვასა და ფულის გათეთრების საკითხებში. ფირმის დოკუმენტებში ნახსენებია 72 ქვეყნის ყოფილი და ამჟამინდელი მეთაურები, ასევე ცნობილი ადამიანები. დოკუმენტებში ნახსენებია 4 ფირმა, რომელსაც სხვადასხვა სახით კავშირი ჰქონდა რუსეთთან.
ე.წ. „პანამის დოკუმენტების“ თანახმად, ოფშორული კომპანიების საშუალებით რუსეთიდან 2 მილიარდამდე აშშ დოლარის გატანა მოხდა. საქმეში რუსეთში ცნობილი პოლიტიკოსები , მათ შორის პუტინის მეგობარი, მუსიკოსი, ვიოლონჩელისტი სერგეი როლდუგინი ფიგურირებს.
პანამის დოსიეში ნახსენებია აშშ-ის 200-ზე მეტი მოქალაქე, რომელიც ოფშორული კომპანიების საქმიანობასთან არის დაკავშირებული.
"პანამის დოკუმენტების" სკანდალის გამო ისლანდიის პრემიერმა და ესპანეთის პრეწველობის მინისტრმა თანამდებობები დატოვეს.
მასალის გამოყენების პირობები






