ტრაგიკულ თარიღთან დაკავშირებით მემორიალური ღონისძიებები მთელი პოლონეთის მასშტაბით იმართება.
კრაკოვში, ლეხ კაჩინსკისა და მისი მეუღლის საფლავი ყვავილებით უკვე შეამკეს პოლონეთის ამჟამინდელმა ლიდერმა და გარდაცვლილი პრეზიდენტის ქალიშვილმა, მისმა ტყუპისცალმა ძმამ იაროსლავ კაჩინსკიმ კი გვირგვინი ვარშავაში, პრეზიდენტის სასახლესთან მიიტანა.
პოლონეთის პრეზიდენტის ლეხ კაჩინსკის ლაინერი სმოლენსკთან, 2010 წლის 10 აპრილს ჩამოვარდა. პოლონეთის ლიდერის გარდა, ავიაკატასტროფის შედეგად მისი მეუღლე და ბორტზე მყოფი პოლონეთის დელეგაციის 94 წევრი დაიღუპა.
თვითმფრინავის კატასტროფის რამდენიმე ვერსია არსებობს. ერთ-ერთ ვერსიად რუსი დისპეჩერების დაუდევრობა დასახელდა. ვერსიის თანახმად, მათ, ცუდი ამინდის პირობებში ხილვადობის დონე სათანადოდ ვერ შეაფასეს. რამაც, ეკიპაჟის შეცდომაში შეიყვანეს. მეორე ვერსიით თანახმად, სავარაუდოდ, ლაინერზე აფეთქება მოხდა, რის გამოც თვითმფრინავი ნაწილებად ჰაერშივე დაიშალა.
დღესვე, სპეციალურმა სამთავრობო კომისიამ, რომელიც კატასტროფას ხელახლა იძიებს, ახალი დასკვნები უნდა გამოაქვეყნოს.
მასალის გამოყენების პირობები






