NASA: 19 აპრილს დედამიწას მოზრდილი ასტეროიდი ჩაუვლის
ეს საინტერესოა - 21:25, 15 Apr, 2017     17550
19 აპრილს, დედამიწასთან ახლომდებარე, საკმაოდ მოზრდილი ასტეროიდი ჩვენს პლანეტას 1,8 მილიონ კილომეტრის მანძილზე უსაფრთხოდ ჩაუვლის.


ამის შესახებ ინფორმაციას NASA ავრცელებს.

აღნიშნული ასტეროიდი 2014 JO25 სამი წლის წინ, 2014 წლის მაისში აღმოაჩინეს. მისი ზომა დაახლოებით 650 მეტრია, ზედაპირი კი მთვარეზე ორჯერ მეტად ამრეკლავია, თუმცა მის შესახებ სხვა ინფორმაცია მეცნიერებისთვის ჯერჯერობით ცნობილი არ არის.

როგორც ნასა იტყობინება, მიუხედავად იმისა, ამ ასტეორიდის დედამიწასთან შეჯახების შესაძლებლობა არ არსებობს და ამ მანძილზე, დედამიწას პატარა ასტეროიდები კვირაში რამდენჯერმა ჩაუვლიან ხოლმე, ეს მოვლენა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რადგან ამ ზომის ასტეორიდის დედამიწასთან მოახლოება, ძალიან იშვიათია.

ასტეროიდი დედამიწას მზის მხრიდან მოუახლოვდება და ორი-სამი ღამის განმავლობაში კარგად გამოჩნდება მცირე ზომის ოპტიკურ ტელესკოპებშიც, შემდეგ კი მხედველობის არეალს მიეფარება, რადგან დედამიწას სწრაფად ჩაუვლის.

19 აპრილის მოახლოება ამ ასტეროიდისთვის დედამიწასთან უახლოესი მოსვლა იქნება ბოლო 400 წლის განმავლობაში, შემდეგი ასეთი შეხვედრა კი მინიმუმ 500 წლის შემდეგ შედგება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42