6 მაისს ბანკი რესპუბლიკისა და თიბისი ბანკის გაერთიანება დასრულდება
ბიზნესი & ეკონომიკა - 12:19, 10 Apr, 2017     2056
თიბისი ბანკისა და ბანკი რესპუბლიკის გაერთიანება 6 მაისს სრულდება, რის გამოც მიმდინარეობს ბანკი რესპუბლიკის ბარათების ჩანაცვლება თიბისი ბანკის ბარათებით. 6 მაისის შემდეგ უკვე მომხმარებელი ბანკი რესპუბლიკის ბარათების ნაცვლად თიბისი ბანკის ბარათების მოხმარებას განაგრძობს.

ყველა იმ მომხმარებელს, რომელსაც ჰქონდა რაიმე ტიპის ბარათი „ბანკ რესპუბლიკაში“ უფასოდ დაუმზადდა იგივე ტიპის ბარათი თიბისი ბანკში, რომლის გატანა მათ „ბანკი რესპუბლიკის“ ფილიალებიდან შეუძლიათ. ინფორმაცია ბარათის ადგილმდებარეობის შესახებ კლიენტებს სმს შეტყობინების სახით ეცნობებათ. იმ შემთხვევაში, თუ მათ ჯერ არ მისვლიათ ასეთი შეტყობინება, შეუძლიათ მიმართონ ორივე ბანკის ქოლცენტრს 2 27 27 27.

„ბანკი რესპუბლიკის“ ბარათები თიბისი ბანკის იმავე პირობების მქონე ბარათებით ჩანაცვლდება, რაც იმას ნიშავს, რომ მომხმარებლებს ბარათის მომსახურების საკომისიო არ შეეცვლებათ.

ნებისმიერ შემთხვევაში, გაიტანს თუ არა კლიენტი კუთვნილ ბარათს, ყოფილი რესპუბლიკის ბარათის შესაბამისი ანგარიში, მასზე არსებული ნაშთებით, ავტომატურად ინაცვლებს თიბისი ბანკში, რაც ნიშნავს, რომ „ბანკი რესპუბლიკის“ ბარათის შესაბამისი ანგარიში არსებობას განაგრძობს თიბისი ბანკში.

ბარათების დიდი რაოდენობიდან გამომდინარე, მოსალოდნელი რიგების თავიდან ასაცილებლად, თიბისი ბანკი თხოვნით მიმართავს კლიენტებს, რომ მაქსიმალურად დროულად მიმართონ ფილიალებს საკუთარი ბარათების ასაღებად.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42