დიმიტრი ქუმსიშვილი „ყაზბეგის“ საბაჟო-გამშვები პუნქტის საქმიანობას გაეცნო
ბიზნესი & ეკონომიკა - 10:48, 10 Apr, 2017     1907

პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი „ყაზბეგის“ საბაჟო-გამშვები პუნქტის მუშაობას გაეცნო, რომელიც საქართველოს ჩრდილოეთ ნაწილში, საქართველო-რუსეთის საზღვარზე მდებარეობს და რუსეთთან ერთადერთი საავტომობილო მიმოსვლის საბაჟო გამშვები პუნქტია.

პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მიიღო დეტალური ინფორმაცია თუ რა საშუალებები არსებობს ყაზბეგში საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად გადაადგილებული საქონლის ეფექტურად გამოვლენისა და ქვეყანაში უსაფრთხო პროდუქციის იმპორტისა და ქვეყნის ტერიტორიის მცენარეთა მავნე ორგანიზმების შემოჭრისაგან დაცვის მიზნით.

აღინიშნა, რომ ყაზბეგის საბაჟო-გამშვები პუნქტი უზრუნველყოფილია კინოლოგიური მომსახურებით, აღჭურვილია მაღალი დონის სტანდარტების სპეციალური ტექნიკური და ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლისთვის აუცილებელი საშუალებებით. გარდა ამისა, ყაზბეგში ფუნქციონირებს რადიაციის დეტექტორები და პეიჯერები, ნარკოდეტექტორი და მეტალოდეტექტორი, სიმკვრივის საზომი და სხვ.

პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა დაათვალიერა „ყაზბეგის“ საბაჟო-გამშვები პუნქტის ინფრასტრუქტურა. მათ შორის, გაეცნო როგორც სატვირთო ავტომანქანების რენტგენო სკანერის, ასევე ბარგის, ხელბარგისა და სხეულის სკანერების მუშაობას.

ყოველწლიურად ყაზბეგის საბაჟო-გამშვები პუნქტიდან იზრდება როგორც მგზავრთა რაოდენობა, ისე ტვირთბრუნვა. 2016 წელს ყაზბეგში 2,6 მლნ-ზე მეტი საზღვრის კვეთა დაფიქსირდა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 6 პროცენტით მეტია.

პირველ ვიცე-პრემიერს თან ახლდნენ ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე, სსიპ შემოსავლების სამსახურის უფროსი გიორგი თაბუაშვილი და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის უფროსი ვლადიმერ ხუნდაძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42