“იმედგაცრუებული ვარ რუსეთის პასუხით, მაგრამ სამწუხაროდ, უნდა ვთქვა , რომ ეს გასაკვირი არ ყოფილა. რუსეთის პასუხი მიუთითებს, რომ რომ ისინი ასადის მუდმივ მხარდაჭერას აგრძელებენ“ - განაცხადა ტილერსონმა.
შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა აშშ-ის მიერ სირიის სამხედრო ბაზაზე განხორციელებულ სარაკეტო იერიშს "სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ აგრესია" უწოდა. რუსეთის საგარეო უწყებამ განცხადებაც გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ ეს „სუვერენული სირიისადმი აგრესიის ნათელი აქტია“, რომელიც ვაშინგტონს წინასწარ ჰქონდა მომზადებული.
ამავდროულად, რუსეთმა აშშ-სთან სირიაში ინციდენტების პრევენციის და საავიაციო უსაფრთხოების ოპერაციების უზრუნველყოფის თაობაზე მემორანდუმი შეაჩერა.
შეგახსენებთ, 4 აპრილს, სირიის ჩრდილო დასავლეთში, იდლიბის ქალაქ ხან-შეიხუნში, რომლებსაც ამბოხებულები აკონტროლებენ ქიმიური იარაღით თავდასხმა მოხდა, რომელშიც ბაშარ ალ ასადის რეჟიმს ადანაშაულებენ. შემთხვევას 89 ადამიანი ემსხვერპლა. დაშავებულია 500-ზე მეტი ადამიანი. დაღუპულთა შორის ათეულობით ბავშვია. თავდასხმის შედეგების ამსახველი შემზარავი კადრები ინტერნეტში გავრცელდა.
აღნიშნულის საპასუხოდ, აშშ-მა წერტილოვანი სარაკეტო იერიში მიიტანა სირიის სამთავრობო ძალების პოზიციებზე.
მსოფლიო ლიდერებმა აშშ-ის გადაწყვეტილებას სრული მხარდაჭერა გამოუცხადეს.
მასალის გამოყენების პირობები






