ორი ქვეყნის ლიდერის განცხადება საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციას გაავრცელა.
განცხადების თანახმად, ოლანდი და მერკელი აშშ-ის სარაკეტო შეტევაზე პასუხისმგებლობას სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ ასადს აკისრებენ.
"4 აპრილს ჰან-შეიჰუნში განხორციელებული ქიმიური ხოცვა-ჟლეტვის შემდეგ აშშ-ის საჰაერო დარტყმების შედეგად განადგურდა ბაზა, რომელსაც სირიის რეჟიმი ქიმიური იარაღით შეტევებისთვის იყენებდა. ჩვენ აღნიშნულის შესახებ წინასწარ ინფორმირებულნი ვიყავით
სირიაში შექმნილი ვითარების გამო ასადმა პასუხი უნდა აგოს. მის მიერ ქიმიური იარაღის კვლავ გამოყენება და მასობრივი დანაშაული არ შეიძლება დაუსჯელი დარჩეს. ეს ის არის, რასაც საფრანგეთი ითხოვდა 2013 წლის ზაფხულში, გოუტაზე განხორციელებული ქიმიური თავდასხმის შედეგად“ - ნათქვამია განცხადებაში.
ლიდერების განცხადებაში აღნიშნულია, რომ საფრანგეთი და გერმანია თავიანთ პარტნიორებთან, გაეროსათან ერთად განაგრძობენ ძალისხმებას, რათა ასადის კრიმინალურ ქმედებებს სათანადო პასუხიმსგებლობა მოჰყვეს.
სირიაში მიმდინარე სამოქალაქო ომის დაწყებიდან ექვსი წლის შემდეგ, აშშ-მ პირველი პირდაპირი იერიში მიიტანა სირიის სამთავრობო ძალების პოზიციებზე.
სირიაში, ჰომსის პროვინციაში წერტილოვანი დარტყმები ალ შარიათის სამხედრო ბაზაზე განხორციელდა, საიდანაც ქიმიური თავდასხმა მოხდა. აშშ-მა ავიაიერიშები ხმელთაშუა ზღვაში ორი გემიდან განხორციელა და 59 შორი რადიუსის რაკეტა გამოიყენა.
ოფიციალურმა ვაშინგტონმა იერიში მას შემდეგ განახორციელა, რაც იდლიბის პროვინციაში, ქიმიურ თავდასხმას 86-დან 100-მდე ადამიანი ესმხვერპლა.
მსოფლიო ლიდერებმა აშშ-ის გადაწყვეტილებას სრული მხარდაჭერა გამოუცხადეს. სირიის სამხედრო ბაზაზე სარაკეტი იერიში მხოლოდ რუსეთმა და ირანმა დაგმეს. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა აშშ-ის მიერ სირიაზე განხორციელებულ სარაკეტო იერიშს "სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ აგრესია" უწოდა
მასალის გამოყენების პირობები






