ქვევრის ღვინომ OIV-ის მაგისტრანტებზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა
ბიზნესი & ეკონომიკა - 14:51, 07 Apr, 2017     895
18 კაციანი ჯგუფი საქართველოს მიმდინარე კვირაში სტუმრობს. გაცნობითი ტურის ფარგლებში მაგისტრანტები ეწვიენ კახეთს, სადაც მოინახულეს ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიები, გაეცნენ ქვევრის დამზადების ტექნოლოგიას, დააგემოვნეს სხვადასხვა დასახელების ქართული ღვინოები. თბილისში დაათვალიერეს ღვინის ეროვნული სააგენტოს მუზეუმი, სადაც მათთვის ქართული ღვინის კულტურის შესახებ პრეზენტაცია გაიმართა.

როგორც ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, გიორგი სამანიშვილმა აღნიშნა OIV-ის მაგისტრანტები უკვე მეორე წელია სტუმრობენ საქართველოს.

„ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციას, რომლის ოფისიც პარიზში მდებარეობს, აქვს სამაგისტრო პროგრამა, რომლის სტუდენტებიც სხვადასხვა ქვეყნის მეღვინეობის დარგს ეცნობიან. უკვე მეორე წელია პროგრამაში საქართველოცაა და აღნიშნული ორგანიზაციის წარმომადგენლები ადგილზე ეცნობიან საქართველოს მეღვინეობა-მევენახეობის დარგს, მის ისტორიას, კულტურასა და განსაკუთრებულობას“ - განაცხადა გიორგი სამანიშვილმა.

სტუმრებზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება სწორედ ქვევრის ღვინის დაგემოვნებამ და დამზადების ტექნოლოგიამ მოახდინა.

„ვიდრე საქართველოს OIV-ის ეგიდით ვესტუმრებოდით, მის შესახებ გარკვეული ინფორმაცია გვქონდა, თუმცა ვიზიტის შედეგად შთაბეჭდილებებმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა ქართული ღვინის ისტორია, ტრადიციები, განსაკუთრებით ქვევრის ღვინო, ასევე ზოგადად ქართველი ხალხის სტუმართმოყვარეობა, კულტურა და ქართული სიმღერა. განსაკუთრებით შთამბეჭდავია, თუ როგორ ერწყმის ისტორია და თანამედროვეობა ერთმანეთს. ამ ყველაფრის შესახებ ბევრ ქვეყანაში არ ფლობენ სრულყოფილ ინფორმაციას“ - აღნიშნა ჯგუფის ხელმძღვანელმა სანდრა კომბატმა.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42