სირიის არმია : აშშ-ს მიერ განხორციელებული საჰაერო დარტყმების შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
მსოფლიო - 13:41, 07 Apr, 2017     7722
სირიის არმიის განცხადებით, აშშ-ის მიერ ალ შარიათის სამხედრო ბაზაზე სარაკეტო იერიშს მინიმუმ 6 ადამიანი ემსხვერპლა. მათი თქმით, დიდია მატერიალური ზარალიც. განადგურებულია 9 სამხედრო თვითმფრინავიც.


განცხადებაში აღნიშნულია ისიც, რომ "სირიის მთავრობა განაგრძობს ტერორიზმთან ბრძოლას, რათა მშვიდობა და უსაფრთხოება აღდგეს ყველა სირიელისთვის".

შეგახსენებთ, სირიაში, ქიმიური თავდასხმის საპასუხოდ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ასადის რეჟიმზე პირდაპირი სამხედრო იერიში მიიტანა.

სირიაში მიმდინარე სამოქალაქო ომის დაწყებიდან ექვსი წლის შემდეგ, აშშ-მ პირველი პირდაპირი იერიში მიიტანა სირიის სამთავრობო ძალების პოზიციებზე.

წერტილოვანი დარტყმები სირიაში, ჰომსის პროვინციაში, ალ შარიათის სამხედრო ბაზაზე განხორციელდა, საიდანაც ქიმიური თავდასხმა მოხდა. ავიაიერიშები ხმელთაშუა ზღვაში ორი გემიდან განხორციელდა. ოფიციალურმა ვაშინგტონმა იერიში მას შემდეგ განახორციელა, რაც იდლიბის პროვინციაში, ქიმიურ თავდასხმას 86-დან 100-მდე ადამიანი ესმხვერპლა.

აშშ-მა 59 შორი რადიუსის რაკეტა გამოიყენა.

აშშ-ის ქმედებას სრული მხარდაჭერა გამოუცხადა დიდი ბრიტანეთის, ისრაელის, ავსტრალიის, საფრანგეთის,პოლონეთის, თურქეთის, საუდის არაბეთის მთავრობებმა, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა. ნატომ და საფრანგეთმა კი განაცხადეს, რომ ავიაიერიშის შესახებ ინფორმირებულები იყვნენ.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა კი აშშ-ის მიერ სირიაზე განხორციელებულ სარაკეტო იერიშს "სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ აგრესია" უწოდა.

შეგახსენებთ, სამშაბათს 4 აპრილს, სირიის ჩრდილო დასავლეთში, იდლიბის ქალაქ ხან-შეიხუნში, რომლებსაც ამბოხებულები აკონტროლებენ ქიმიური იარაღით თავდასხმა მოხდა, რომელშიც ბაშარ ალ ასადის რეჟიმს ადანაშაულებენ.

ადგილობრივი მედიის ცნობით დაღუპულთა რაოდენობა 86-დან 100-მდეა, დაშავებულია 500-ზე მეტი ადამიანი. დაღუპულთა შორის ათეულობით ბავშვია.

თავდასხმის შედეგების ამსახველი შემზარავი კადრები ინტერნეტში გავრცელდა.

პენტაგონის განცხადებით, ავიაიერიშის მიზანი ალ შარიათის სამხედრო ბაზის ინფრასტრუქტურის განადგურება იყო.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42