რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, ქიმიური თავდასხმის საპასუხოდ, აშშ-ის მიერ სირიაში განხორციელებულ სარაკეტო იერიშს „სუვერენული სირიისადმი აგრესიის ნათელი აქტი“ უწოდა.
რუსეთის საგარეო უწყების თქმით, რუსეთი აშშ-სთან გაფორმებულ მემორანდუმს აჩერებს, რომელიც სირიაში ინციდენტების პრევენციისა და ფრენების უსაფრთხოების უზრუნველყოფას ეხება.
რუსეთის ხელისუფლებას მიაჩნია, რომ „იდლიბში ქიმიურ ინციდენტთან დაკავშირებული სიტუაცია, საბაბად გამოიყენა ვაშინგტონმა.“
რუსეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ ამერიკის „ასეთი დაუფიქრებელი მიდგომა“ მხოლოდ ამძიმებს მსოფლიოში არსებულ პრობლემებს და საფრთხეს უქმნის საერთაშორისო უსაფრთხოებას.
„ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც აშშ ასე უგუნურად იქცევა. ეს კიდევ უფრო ამძაფრებს მსოფლიოში არსებულ პრობლემებს და საფრთხეს უქმნის საერთაშორისო უსაფრთხოებას. სირიის ტერიტორიაზე აშშ-ის და სხვა ქვეყნების სამხედროების ყოფნა სირიის მთავრობის თანხმობის ან გაეროს უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილების გარეშე საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევაა. თუ ადრე ამის ახსნა-განმარტება ტერორიზმთან ბრძოლის საჭიროებით ხდებოდა, ახლა სახეზეა სუვერენული სირიის წინააღმდეგ აგრესიის აშკარა აქტი. აშშ-ის მიერ გადადგმული ნაბიჯი კიდევ უფრო ანადგურებს რუსეთ-ამერიკის ურთიერთობებს“ - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
სამინისტროში აცხადებენ, რომ სარაკეტო იერიში აშშ-ს წინასწარ ჰქონდა მომზადებული.
„ეჭვგარეშეა, რომ აშშ-ის სამხედრო ქმედება - ეს არის მცდელობა ყურადღება გადაიტანონ მოსულიდან, სადაც აშშ-ის ქმდებებითაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და ჰუმანიტარული კატასტროფას.
აშკარაა, აშშ-ს საკრუიზო რაკეტები წინასწარ ჰქონდა მომზადებული. ნებისმიერი სპეციალისთვის ნათელია, რომ აშშ-ს თავდასხმის გადაწყვეტილება, იდლიბში მომხდარ მოვლენებამდე ჰქონდა მიღებული და საკუთარი ძალის დემონსტრაციისთვის საბაბად გამოიყენა" - ნათქვამია განცხადებაში.
„ამერიკულ მხარეს არ შეუძლია გაიგოს, რომ სირიის მთავრობას ქიმიური იარაღი არ გამოიუყენები, რადგან ის მას არ აქვს. დამასკოს ქიმიური იარაღი უბრალოდ არ გააჩნია და ეს არაერთხელ დაადასტურა კვალიფიციურმა ექსპერტიზამ. რაც შეეხება იდლიბს, იქ თავად ტერორიტები აწარმოებდნენ ტოქსიკური ნივთიერებების შემცველ ბომბებს, რომლის განადგურებას სირიის ავიაციამ განახორციელა“ - აღნიშნულია საგარეო უწყების განცხადებაში.
საგარეო უწყების განცხადებამდე , რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, ვლადიმირ პუტინი აშშ-ის მიერ სირიაზე განხორციელებულ სარაკეტო დარტყმას სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ აგრესიად მიიჩნევს.
შეგახსენებთ, სირიაში, ქიმიური თავდასხმის საპაუსუხოდ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ასადის რეჟიმზე პირდაპირი სამხედრო იერიში მიიტანა. აშშ-მა რამდენიმე საათის წინ 59 შორი რადიუსის რაკეტა გამოიყენა.
აშშ-ის ქმედებას სრული მხარდაჭერა გამოუცხადა დიდი ბრიტანეთის, ისრაელის, ავსტრალიის, საფრანგეთის,პოლონეთის, თურქეთის, საუდის არაბეთის მთავრობებმა.
წერტილოვანი დარტყმები სირიაში, ჰომსის პროვინციაში იმ სამხედრო ბაზაზე განხორციელდა, საიდანაც ქიმიური თავდასხმა მოხდა. ავიაიერიშები ხმელთაშუა ზღვაში ორი გემიდან განხორციელდა. ოფიციალურმა ვაშინგტონმა იერიში მას შემდეგ განახორციელა, რაც იდლიბის პროვინციაში, სავარაუდოდ ქიმიურ თავდასხმას 86-დან 100-მდე ადამიანი ესმხვერპლა.
შეგახსენებთ, სამშაბათს 4 აპრილს, სირიის ჩრდილო დასავლეთში, იდლიბის ქალაქ ხან-შეიხუნში, რომლებსაც ამბოხებულები აკონტროლებენ ქიმიური იარაღით თავდასხმა მოხდა, რომელშიც ბაშარ ალ ასადის რეჟიმს ადანაშაულებენ.
ადგილობრივი მედიის ცნობით დაღუპულთა რაოდენობა 86-დან 100-მდეა, დაშავებულია 500-ზე მეტი ადამიანი. დაღუპულთა შორის ათეულობით ბავშვია.
თავდასხმის შედეგების ამსახველი შემზარავი კადრები ინტერნეტში გავრცელდა.
მასალის გამოყენების პირობები






