თურქეთი, რომელიც 3 მილიონამდე სირიელ ლტოლვის მასპინძლობს, აშშ-ის მიერ სირიაზე განხორციელებულ სარეკეტო იერიშებს პოზიტიურად აფასებს და სირიაში არასაფრენი და უსაფრთხო ზონების შექმნის მოწოდებით გამოდის:
„იმან რაც მოხდა სამშაბათს იდლიბში, კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ასადის სისხლიანი რეჟიმი უგულვებელყოფს ცეცხლის შეწყვეტისა და პოლიტიკური ძალაუფლების დათმობის ნებისმიერ პერსპექტივას. შარიატის აეროდრომის განადგურება მნიშვნელობანი ნაბიჯია იმისთვის, რომ მშვიდობიან მოსახლეობაზე ქიმიური და ჩვეულებრივი თავდასხმები დაუსჯელი არ დარჩეს."- განაცხადა თურქეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა იბრაჰიმ კალინმა.
შეგახსენებთ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ბოლო ექვსი წლის განმავლობაში პირველად ასადის რეჟიმზე პირდაპირის სამხედრო იერიში მიიტანა. აშშ-მ რამდენიმე საათის წინ 50-ზე მეტი შორი რადიუსის რაკეტა გამოიყენა.
მასალის გამოყენების პირობები






