სირიის საკითხი: ბენიამინ ნეთანიაჰუ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას მხარს უჭერს
მსოფლიო - 11:34, 07 Apr, 2017     8300
ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიჰუ სრულად უჭერს მხარს აშშ-ის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას სირიის სამხედრო ბაზებზე იერიშის მიტანის შესახებ.


ნეთანიაჰუს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ტრამპის „სიტყვა და მოქმედება ძლიერი და მკაფიო გზავნილია“ ქიმიური იარაღის გამოყენების წინააღმდეგ.

„სიტყვებითაც და მოქმედებითაც, დონალდ ტრამპმა ძლიერი და მკაფიო სიგნალი გააგზავნა იმის შესახებ, რომ ქიმიური იარაღის გავრცელება და გამოყენება არ იქნება დაშვებული. ისრაელი მთლიანად უჭრეს მხარს პრეზიდენტ ტრამპის გადაწყვტილებას“ - განაცხადა ისრაელის პრემიერმა.

აშშ-ის ქმედებას სრული მხარდაჭერა გამოუცხადა დიდი ბრიტანეთის მთავრობამ.

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ასადის რეჟიმზე პირდაპირის სამხედრო იერიში მიიტანა. აშშ-მა რამდენიმე საათის წინ 59 შორი რადიუსის რაკეტა გამოიყენა.

დარტყმები სირიაში ჰომსის პროვინციაში სამხედრო ბაზაზე, ხმელთაშუა ზღვაში ორი გემიდან განხორციელდა. ოფიციალურმა ვაშინგტონმა იერიში მას შემდეგ განახორციელა, რაც იდლიბის პროვინციაში, სავარაუდოდ ქიმიურ თავდასხმას 86-დან 100-მდე ადამიანი ესმხვერპლა.

შეგახსენებთ, სამშაბათს 4 აპრილს, სირიის ჩრდილო დასავლეთში, იდლიბის ქალაქ ხან-შეიხუნში, რომლებსაც ამბოხებულები აკონტროლებენ ქიმიური იარაღით თავდასხმა მოხდა, რომელშიც ბაშარ ალ ასადის რეჟიმს ადანაშაულებენ.

ადგილობრივი მედიის ცნობით დაღუპულთა რაოდენობა 86-დან 100-მდეა, დაშავებულია 500-ზე მეტი ადამიანი. დაღუპულთა შორის ათეულობით ბავშვია.

ინტერნეტში შემზარავი კადრები გავრცელდა. ვიდეოში ჩანან ადამიანები, რომლებიც მიწაზე წვანან, იკრუნჩხებიან და პირიდან ქაფი სდით. ასევე ადამიანები, რომლებიც უკვე უგონო მდგომარეობაში იმყოფებიან. ეს სიმპტომები აახასიათებს ქიმიური თავდასხმის იარაღის მოქმედებას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42