დიდი ბრიტანეთის მთავრობის განცხადებით, აშშ-ის მიერ სირიის საავიაციო ბაზაზე განხორციელებულ სარაკეტო იერიშს სრულად უჭერს მხარს და ფიქრობს, რომ ეს იყო „სწორი პასუხი“ ქიმიური იარაღის გამოყენების შემდეგ.
„ღამით, აშშ-მა სირიის რეჟიმის წინააღმდეგ სამხედრო ქმედებები განახორციელა, რომლის სამიზნეც იყო შაირუტის საავიაციო ბაზა, საიდანაც ქიმიური თავდასხმა განხორციელდა.
ვფიქრობთ, ეს შესაბამისი პასუხია სირიის რეჟიმის მიერ განხორციელებულ ბარბაროსული ქიმიურ თავდასხმაზე.
ბრიტანეთის მთავრობა აშშ-ის ქმედებებს სრულ მხარდაჭერას უცხადებს” აღნიშნულია დიდი ბრიტანეთის მთავრობის განცხადებაში.
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ასადის რეჟიმზე პირდაპირის სამხედრო იერიში მიიტანა. აშშ-მა რამდენიმე საათის წინ 59 შორი რადიუსის რაკეტა გამოიყენა.
დარტყმები სირიაში ჰომსის პროვინციაში სამხედრო ბაზაზე, ხმელთაშუა ზღვაში ორი გემიდან განხორციელდა. ოფიციალურმა ვაშინგტონმა იერიში მას შემდეგ განახორციელა, რაც იდლიბის პროვინციაში, სავარაუდოდ ქიმიურ თავდასხმას 86-დან 100-მდე ადამიანი ესმხვერპლა.
შეგახსენებთ, სამშაბათს 4 აპრილს, სირიის ჩრდილო დასავლეთში, იდლიბის ქალაქ ხან-შეიხუნში, რომლებსაც ამბოხებულები აკონტროლებენ ქიმიური იარაღით თავდასხმა მოხდა, რომელშიც ბაშარ ალ ასადის რეჟიმს ადანაშაულებენ.
ადგილობრივი მედიის ცნობით დაღუპულთა რაოდენობა 86-დან 100-მდეა, დაშავებულია 500-ზე მეტი ადამიანი. დაღუპულთა შორის ათეულობით ბავშვია.
ინტერნეტში შემზარავი კადრები გავრცელდა. ვიდეოში ჩანან ადამიანები, რომლებიც მიწაზე წვანან, იკრუნჩხებიან და პირიდან ქაფი სდით. ასევე ადამიანები, რომლებიც უკვე უგონო მდგომარეობაში იმყოფებიან. ეს სიმპტომები აახასიათებს ქიმიური თავდასხმის იარაღის მოქმედებას.
მასალის გამოყენების პირობები






