„პრეზიდენტი პუტინი მიიჩნევს, რომ ამერიკის მიერ სირიაზე განხორციელებული დარტყმა სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ აგრესიაა. ვაშინგტონის ეს ნაბიჯი ზიანს აყენებს რუსეთ-ამერიკის ურთიერთობებს, რომელიც ისედაც ცუდ მდგომარეობაშია“ - განაცხადა პესკოვმა.
მისივე თქმით, ეს ყველაფერი არათუ ეხმარება ტერორიზმთან ბრძოლას, არამედ პირიქით, აბრკოლებს საეთაშორისო კოალიციის შექმნას „მსოფლიო ბოროტების წინააღმდეგ ეფექტური რეგირებისთვის.“
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ბოლო ექვსი წლის განმავლობაში პირველად ასადის რეჟიმზე პირდაპირის სამხედრო იერიში მიიტანა. აშშ-მა რამდენიმე საათის წინ 50-ზე მეტი შორი რადიუსის რაკეტა გამოიყენა.
დარტყმები სირიაში ჰომსის პროვინციაში სამხედრო ბაზაზე, ხმელთაშუა ზღვაში ორი გემიდან განხორციელდა. ოფიციალურმა ვაშინგტონმა იერიში მას შემდეგ განახორციელა, რაც იდლიბის პროვინციაში, სავარაუდოდ ქიმიურ თავდასხმას 86-დან 100-მდე ადამიანი ესმხვერპლა.
მასალის გამოყენების პირობები






