ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ბოლო ექვსი წლის განმავლობაში პირველად ასადის რეჟიმზე პირდაპირის სამხედრო იერიში მიიტანა. აშშ-მ რამდენიმე საათის წინ 50-ზე მეტი შორი რადიუსის რაკეტა გამოიყენა.
მომხდარის ფონზე ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი რუსეთის პასუხისმგებლობის საკითხს აყენებს, რომელმაც, მისი თქმით სირიაში არ გაანადგურა ქიმიური იარაღი.
რექს ტილერსონის განცხადებით, იერიში პროპორციული იყო და სამიზნეს ის სამხედრო ერთეული წარმოადგენდა, საიდანაც უკანასკნელი ქიმიური თავდასხმა განხორციელდა. აღსანიშნავია, რომ ამერიკის სახელმწიფო მდივანი 12 აპრილს მოსკოვში აპირებს ჩასვლას.
დონალდ ტრამპის სამხედრო იერიშებს მხარდამჭერი განცხადება მოჰყვა რესპუბლიკელი სენატორებისგან.
"დღევანდელი ხელშესახები ნაბიჯების შემდეგ, უნდა ვისწავლოთ გაკვეთილი, რომ ტაქტიკურ წარმატებას სტრატეგიულ პროგრესამდე მივყავართ," - წერენ ჯონ მაკკეინი და ლინდსი გრემი.
მასალის გამოყენების პირობები






