სირიელი ბავშვები მსოფლიოს დუმილსა და უმოქმედობას აპროტესტებენ (ფოტო)
მსოფლიო - 17:13, 06 Apr, 2017     41200

სირიელი ბავშვები, იდლიბის ქალაქ ხან-შეიხუნში ქიმიურ თავდასხმაზე საერთაშორისო საზოგადოების დუმილსა და უმოქმედობას აპროტესტებენ.

სოციალურ ქსელში იდლიბში გადაღებული ფოტოები გავრცელდა, რომელზეც ასახულნი არიან სირიელი ბავშვები, რომლებიც მათი თანატოლების „ცხედრებთან“ დგანან.


ერთ-ერთ გოგონას ხელში ტრანსფარანტი უჭირავს წარწერით - „სირიის მეგობრები“, დანარჩენებს კი იმ ქვეყნების დროშები, რომლებიც სირიის ოპოზიციას უჭერენ მხარს.

ფოტოები ჰუმანიტარული დახმარების აქტივისტები ავრცელებენ.



ინტერნეტში კადრებიც გამოჩნდა, სადაც ასახულია, როგორ გლოვობს მამა თავის 9 თვის ტყუპ შვილებს.


შეგახსენებთ, სამშაბათს 4 აპრილს, სირიის ჩრდილო დასავლეთში, იდლიბის ქალაქ ხან-შეიხუნში, რომლებსაც ამბოხებულები აკონტროლებენ ქიმიური იარაღით თავდასხმა მოხდა, რომელშიც ბაშარ ალ ასადის რეჟიმს ადანაშაულებენ.

ადგილობრივი მედიის ცნობით დაღუპულთა რაოდენობა 86-დან 100-მდეა, დაშავებულია 500-ზე მეტი ადამიანი. დაღუპულთა შორის ათეულობით ბავშვია.

ინტერნეტში შემზარავი კადრები გავრცელდა. ვიდეოში ჩანან ადამიანები, რომლებიც მიწაზე წვანან, იკრუნჩხებიან და პირიდან ქაფი სდით. ასევე ადამიანები, რომლებიც უკვე უგონო მდგომარეობაში იმყოფებიან. ეს სიმპტომები აახასიათებს ქიმიური თავდასხმის იარაღის მოქმედებას.

მსგავსი მოვლენები განვითარდა 2013 წლის აგვისტოში დამასკოს გარეუბანშიც, ამ ზონის დაბომბვის დროს გამოყენებული იქნა ჭურვები, რომელიც ქიმიური ნივთიერება ზარინით იყო სავსე. მაშინ ქიმიურმა თავდასხმამ 300 დან 1500 მდე ადამიანის სიკვდილი გამოიწვია.

გაეროს უშიშროების საბჭოში უკვე შევიდა რეზოლუციის პროექტი, რომელიც იდლიბის იერიშს გმობს, თუმცა რუსეთი დოკუმენტის დაბლოკვით იმუქრება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42