საქართველოს პროფკავშირების სასახლეში სოციალ-დემოკრატიული პარტიის ყრილობა გაიმართა, რომელსაც პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა. სასახლესთან ნაციონალური მოძრაობის მომხრეებმა და ,,თავისუფალმა ზონამ“ აქცია გამართეს, სადაც ვანო მერაბიშვილის დაკავებასა და ცხინვალის რეგიონში საზღვირს უკანონოდ გადმოწევის ფაქტს აპროსტესტებდნენ.
პოლიციამ აქცია დაშალა და ორი პირი დააკავა.
შსს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის ნინო გიორგობიანის განაცხადებით, დაკავებულთაგან ორი აქციის მონაწილე იყო, ხოლო ერთი - გამვლელი.
გიორგობიანის ინფორმაციით, დაკავებულებს ბრალი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის დარღვევაში ედებათ, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს. მისივე თქმით, დაკავებულებს ხელწერილის დაწერის შემდეგ გაათავისუფლებენ.
აღნიშნულ საქმეზე სასამართლო ხვალ გაიმართება.
მასალის გამოყენების პირობები






