სანკტ-პეტერბურგში, ნევის რაიონში ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩინეს. მიმდებარე ტერიტორიიდან მოასხლეობის ევაკუაცია განხორციელდა.
როგორც რუსული მედია იტყობინება, აღმოჩენილი მოწყობილობა უკვე გააუვნებელყვეს.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ დაკავებულია რამდენიმე ადამიანი.
3 აპრილს მომხდარი ტერაქტის შემდეგ , პეტერბურგში უსაფრთხოების ზომები გაძლიერებულია.
შეგახსენებთ, 3 აპრილს, მოსკოვის დროით 14:30-ზე სანკტ პეტერბურგის მეტროსადგურებს "Сенная площадь" და "Технологический институт-2"-ს შორის აფეთქება მოძრავ მატარებელში მოხდა, რომელმაც 14 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა , 51 კი დაშავდა.
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა დაადასტურა ყირგიზეთის ეროვნული უსაფრთხოების სახელმწიფო კომიტეტის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ სანკტ-პეტერბურგის მეტროში ტერაქტის შემსრულებელი 1995 წელს ყირგიზეთში დაბადებული, 22 წლის რუსეთის მოქალაქე, აკბარჟონ ჯალილოვია.
მოგვიანებით, პოლიციამ მეტროსადგურ „ამბოხების მოედანზე“ აუფეთქებელი ბომბიც იპოვა.
მასალის გამოყენების პირობები






