„საშინელება მოხდა, ქიმიური შეტევა უდანაშაულო ხალხის, ქალების, პატარა ბავშვების, წინააღმდეგ. მათი სიკვდილი კაცობრიობის დანაშაულია.
ბავშვებზე თავდასხმამ ჩემე დიდი გავლენა მოახდინა. ასადის რეჟიმის საზარელი ქმედებების მოთმენა შეუძლებელია. მათ ყველა ხაზი გადაკვეთეს. ჩემი დამოკიდებულება სირიისა და ასადის მიმართ ძალიან შეიცვალა”- განაცხადა დონალდ ტრამპმა.
შეგახსენებთ, სამშაბათს 4 აპრილს, სირიის ჩრდილო დასავლეთში, ქალაქ ხან-შეიხუნში, რომლებსაც ამბოხებულები აკონტროლებენ ქიმიური იარაღით თავდასხმა მოხდა, რომელშიც ბაშარ ალ ასადის რეჟიმს ადანაშაულებენ.
ადგილობრივი მედიის ცნობით დაღუპულთა რაოდენობა 86-დან 100-მდეა, დაშავებულია 500-ზე მეტი ადამიანი. დაღუპულთა შორის ათეულობით ბავშვია.
ინტერნეტში შემზარავი კადრები გავრცელდა. ვიდეოში ჩანან ადამიანები, რომლებიც მიწაზე წვანან, იკრუნჩხებიან და პირიდან ქაფი სდით. ასევე ადამიანები, რომლებიც უკვე უგონო მდგომარეობაში იმყოფებიან. ეს სიმპტომები აახასიათებს ქიმიური თავდასხმის იარაღის მოქმედებას.
მსგავსი მოვლენები განვითარდა 2013 წლის აგვისტოში დამასკოს გარეუბანშიც, ამ ზონის დაბომბვის დროს გამოყენებული იქნა ჭურვები, რომელიც ქიმიური ნივთიერება ზარინით იყო სავსე. მაშინ ქიმიურმა თავდასხმამ 300 დან 1500 მდე ადამიანის სიკვდილი გამოიწვია.
გაეროს უშიშროების საბჭოში უკვე შევიდა რეზოლუციის პროექტი, რომელიც იდლიბის იერიშს გმობს, თუმცა რუსეთი დოკუმენტის დაბლოკვით იმუქრება.
მასალის გამოყენების პირობები






