მისი თქმით, ვაშინგტონში განიხილავენ ყველა შესაძლო საპასუხო ქმედებას, სირიის პროვინცია იდლიბში განხორციელებულ ქიმიურ თავდასხმაზე, რომელზე პასუხისმგებლობასაც აშშ და მისი მოკაშვირეები ბაშარ ასადის რეჟიმს აკისრებენ.
აშშ-მა, ბრიტანეთმა და საფრანგეთმა გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის პროექტიც წარუდგინეს, რომელიც სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენებას გმობს.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ რეზოლუციას „აბსოლუტურად მიუღებელი“ უწოდა.
შეგახსენებთ, სამშაბათს 4 აპრილს, სირიის ჩრდილო დასავლეთში, ქალაქ ხან-შეიხუნში, რომლებსაც ამბოხებულები აკონტროლებენ ქიმიური იარაღით თავდასხმა მოხდა, რომელშიც ბაშარ ალ ასადის რეჟიმს ადანაშაულებენ.
ადგილობრივი მედიის ცნობით დაღუპულთა რაოდენობა 70-დან 100-მდეა, დაშავებულია 300-მდე ადამიანი. დაღუპულთა შორის ათეულობით ბავშვია.
ინტერნეტში შემზარავი კადრები გავრცელდა. ვიდეოში ჩანან ადამიანები, რომლებიც მიწაზე წვანან, იკრუნჩხებიან და პირიდან ქაფი სდით. ასევე ადამიანები, რომლებიც უკვე უგონო მდგომარეობაში იმყოფებიან. ეს სიმპტომები აახასიათებს ქიმიური თავდასხმის იარაღის მოქმედებას.
მსგავსი მოვლენები განვითარდა 2013 წლის აგვისტოში დამასკოს გარეუბანშიც, ამ ზონის დაბომბვის დროს გამოყენებული იქნა ჭურვები, რომელიც ქიმიური ნივთიერება ზარინით იყო სავსე. მაშინ ქიმიურმა თავდასხმამ 300 დან 1500 მდე ადამიანის სიკვდილი გამოიწვია.
მასალის გამოყენების პირობები






