მისი თქმით, კადრებზე ჰუმანიტარული ორგანიზაცია „თეთრი ჩაფხუტების“ წარმომადგენლები "არაპროფესიონალურად იქცევიან. "
„ ისინი საკმაოდ მშვიდები ჩანან ძალიან საგანგებო ვითარებაში. ჩვენ ეჭვი არ გვეპარება, რომ ეს აშკარად პროვოკაციულ ხასიათს ატარებს“ - განაცხადა ზახაროვამ.
ამასთანავე, რუსეთი თავდასხმასთან რაიმე ტიპის კავშირს კატეგორიულად უარყოფს,
შეგახსენებთ, სამშაბათს 4 აპრილს, სირიის ჩრდილო დასავლეთში, ქალაქ ხან-შეიხუნში, რომლებსაც ამბოხებულები აკონტროლებენ ქიმიური იარაღით თავდასხმა მოხდა, რომელშიც ბაშარ ალ ასადის რეჟიმს ადანაშაულებენ.
ადგილობრივი მედიის ცნობით დაღუპულთა რაოდენობა 70-დან 100-მდეა, დაშავებულია 300-მდე ადამიანი. დაღუპულთა შორის ათეულობით ბავშვია.
ინტერნეტში შემზარავი კადრები გავრცელდა. ვიდეოში ჩანან ადამიანები, რომლებიც მიწაზე წვანან, იკრუნჩხებიან და პირიდან ქაფი სდით. ასევე ადამიანები, რომლებიც უკვე უგონო მდგომარეობაში იმყოფებიან. ეს სიმპტომები აახასიათებს ქიმიური თავდასხმის იარაღის მოქმედებას.
მსგავსი მოვლენები განვითარდა 2013 წლის აგვისტოში დამასკოს გარეუბანშიც, ამ ზონის დაბომბვის დროს გამოყენებული იქნა ჭურვები, რომელიც ქიმიური ნივთიერება ზარინით იყო სავსე. მაშინ ქიმიურმა თავდასხმამ 300 დან 1500 მდე ადამიანის სიკვდილი გამოიწვია.
გავრცელებული ვიდეო შეგიძლიათ იხილოთ აქ.
რედაქციის გაფრთხილება: მოყვანილი ვიდეო და ფოტომასალა შეიცავს ძალადობის ნიშნებს, არასრულწლოვანთათვის და სუსტი ნერვული სისტემის მქონე პირთათვის მასალის ხილვა არ არის მიზანშეწონილი.
მასალის გამოყენების პირობები






