ბიჭი, რომელიც მოდის ინდუსტრიას "ტროლავს" - დემნა გვასალიას ყველაზე სახალისო ლუქები(ფოტოკოლაჟი)
შოუ ბიზნესი - 18:35, 05 Apr, 2017     33256
დემნა გვასალიას მსოფლიო მოდის ინდუსტიაში კარგად იცნობენ. მისი არაორდინალური კოლექციები მოდის ექსპერტებში მუდმივად განხილვის და აღფრთოვანების საგანია. მოდის კრიტიკოსები დემნას სფეროში გარდამტეხ დიაზინერს უწოდებენ. ახალი კოლექციების წარდგენის შემდეგ კი "ვოგის" და სხვა გავლენიანი გამოცემების ფურცლებზეა.


Vetements-ისა დაBalenciaga-ს შემოქმედებითი ხელმძღვანელის კოლექციები, ქართველებისთვის ხშირად ღიმილისმომგვრელია, რადგან მარტივად აღმოაჩენთ 90-იანი წლების დეტალებს. დემნას კოლექციებში შეგვიძლია ვიხილოთ, მანქანის სარკე-ჩანთები, „კოვრიკი“ კაბები, 90-იანი წლების მაგიდის გადასაფარებლის კაბები და ფეხსაცმელები, სანთებელა-ფეხსაცმელები და ე.წ. ლილოს ჩანთები.

სოციალურ ქსელში ბევრს ხუმრობენ, რომ მეგრელი ბიჭი მსოფლიო მოდის ინდუსტრიას ტროლავს. ინტერვიუებში დემნა თვითონაც აღნიშნავს, რომ ზოგიერთი ლუქი ნამდვილად სახალისოა.

მისი თქმით, ერთ-ერთი კოლექციის ჩვენების შემდეგ მეგობარმა მისწერა, რომ არასდროს უცინია იმდენი, რამდენიც მაშინ, როდესაც ჩვენებაზე მაგიდის გადასაფარებელი კაბა ნახა.

დემნას კოლექციები ბევრს გვახალისებს, გვაცინებს, თუმცა მან უკვე დაიმკვიდრა მოდის ინდუსტრიაში კუთვნილი ადგილი. შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ დემნა გვასალია, მოდის ინდუსტრიაში ყველაზე პრესტიჟული ამერიკული დაჯილდოების, მოდის ოსკარად წოდებული CFDA-ს გამარჯვებული გახდა.

საერთაშორისო ჯილდო მოდის სფეროში შეტანილი შემოქმედებითი წვლილისთვის დემნას "ვეტმანისა" და "ბალენსიაგასთვის" გადაეცა. CFDA მოდის ინდუსტრიაში ყველაზე მაღალი დონის ჯილდოდ ითვლება და მას უმეტესად ლეგენდად ქცეულ დიზაინერებს გადასცემენ.

ახლა კი, დემნას მიერ შექმნილი კოლექციებიდან , ქართველებისთვის ყველაზე სახალისო და კარგად ნაცნობი დეტალები:

დემნას მეგობრის მსგავსად, ჩვენც ბევრი ვიცინეთ მაგიდის გადასაფარებელ-კაბაზე, რომელსაც მალე ფეხსაცმელიც მოჰყვა .




ალბათ ვერასოდეს წარმოვიდნებთი, სანთებელებით თუ გავივლიდით, მაგრამ "ვეტმანის" ფეხსაცმლის ქუსლები კი არც მეტი არც ნაკლები სანთებელია, შეგიძლიათ მარკერებითაც გაიაროთ.



ჩვენთვის, ყველასთვის კარგად ნაცნობი პლედის ჩანთა.

ე.წ. ლილოს ჩანთა "ბალენსიაგასთვის" დემნასგან, რომელიც ყველაზე გაყიდვადი ჩანთა აღმოჩნდა გასულ წელს.დემნას არც ე.წ. "მადონას ვერვისი" დავიწყნია. ესეც სამაჯური დემნასგან, მანქანის გვერდითა სარკე-ჩანთასთან და "კოვრიკ"-კაბასთან ერთად.



მანქანის თემას ვერ ეშვება ჩვენი ბიჭი და მორიგ ფეხსაცმელს გვთავაზობს.

და ბოლოს, დემნას პატარძალი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42