რუსეთის ქალაქ ტვერში დედას და მამინაცვალს 13 წლის გოგონას მკვლელობისთვის ასამართლებენ. მათი თქმით, ისინი გოგონას მიმართ აღზრდის მკაცრ წესებს იყენებდნენ, რამაც შემთხვევით მისი სიკვდილი გამოიწვია. როგორც აღმოჩნდა „აღზრდის წესებში“ სასტიკი ცემა და მდუღარე წყლის დასხმაც შედიოდა.
როგორც გოგონას დედამ განაცხადა ის არავის მოკვლას არ აპირებდა და შემთხვევა გაუფრთხილებლობით მოხდა: „მე არავის მოკვლას არ ვაპირებდი, დასჯისას გაუფრთხილებლობით გადავამეტეთ“
როგორც აღმოჩნდა გოგონას დასჯა იმის გამო გადაწყვიტეს, რომ მან სამზარეულოს ქვაბის თავსახური დაკარგა. თავდაპირველად გოგონას პირველი მამინაცვალმა დაარტყა ამისთვის მან სავარჯიშო ჰანტელის ტარი გამოიყენა. შემდეგ გოგონას ცემა დედამ ქამრით გააგრძელა. გოგონას ცემაში მონაწილეობას მისი 15 წლის ძმაც იღებდა. ისინი სამივე ალკოჰოლიკები არიან.
გამომძიებელი საქმის დეტალებს ჰყვება:
„მას შემდეგ რაც გოგონა ცუდად გახდა, ის იატაკზე დაეცა. 26 წლის მამინაცვალის მის აღმზრდელობით დასჯას განაგრძობდა და გოგონას ცხელი წყალი 3-ჯერ დაასხა. გოგონას წამება რამდენიმე საათს გრძელდებოდა, როგორც მოგვიანებით ექიმებმა დაასკვნეს ის ტრავმული შოკის გამო გარდაიცვალა."
სასამართლოზე მკვლელობაში ბრალდებულები დანაშაულის ერთმანეთზე გადაბრალებას ცდილობდნენ და აცხადებდნენ, რომ ისინი ჩადენილ დანაშაულს ნანობენ. სასამართლოს წინაშე წარდგომა მოუწევს მკვლელობაში მონაწილე ძმასაც, რომელიც არასრულწლოვანია.
მასალის გამოყენების პირობები






