ეჭვმიტანილების საცხოვრებელ ბინებში ჩხრეკა მიმდინარეობს. გამომძიებლების მიერ ამოღებულია ისლამური ექსტრემისტული ლიტერატურა, საგნები და დოკუმენტები, რომლებიც სამართალდამცავების თქმით, გამოძიებისთვის მნიშვნელოვანია.
როგორც პრესსამსახურში აღნიშნავენ, ამ ეტაპზე არ არსებობს მტკიცებულება, რომ დაკავებულებს რაიმე კავშირი ჰქონდათ იმ პირთან, რომელმაც 3 აპრილს პეტერბურგის მეტროს ვაგონი ააფეთქა.
შეგახსენებთ, 3 აპრილს, მოსკოვის დროით 14:30-ზე სანკტ პეტერბურგის მეტროსადგურებს "Сенная площадь" და "Технологический институт-2"-ს შორის აფეთქება მოძრავ მატარებელში მოხდა, რომელმაც 14 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა , 51 კი დაშავდა.
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა დაადასტურა ყირგიზეთის ეროვნული უსაფრთხოების სახელმწიფო კომიტეტის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ სანკტ-პეტერბურგის მეტროში ტერაქტის შემსრულებელი 1995 წელს ყირგიზეთში დაბადებული, 22 წლის რუსეთის მოქალაქე, აკბარჟონ ჯალილოვია.
მოგვიანებით, პოლიციამ მეტროსადგურ „ამბოხების მოედანზე“ აუფეთქებელი ბომბი იპოვა.
რუსეთის ქალაქებში უსაფრთხოების ზომები გაძლიერებულია. სანკტ-პეტერბურგის ხელისუფლებამ მეტროში მომხდარი აფეთქების გამო სამდღიანი გლოვა გამოაცხადა.
მასალის გამოყენების პირობები






