ჰეილის უმცროსი ძმისთვის რაღაც განსაკუთრებულის გაკეთება უნდოდა და ფეისბუკზე კრის მარტის ღია წერილი მისწერა.
„იმ დღიდან, რაც მანილაში „ქოლდფლეის“ კონცერტი დაანონსდა, კენი მოუთმენლად ელოდა ამ დღეს. ბილეთებიც ერთ-ერთმა პირველმა შეიძინა. მაგრამ თებერვალში, კიბოს დიაგნოზი დაუსვეს. ეს ყველასთვის შოკისმომგვრელი იყო.
არ იმჩნევდა და ამბობდა, რომ ყველაფერი კარგად არის. მაგრამ ყველა ვგრძნობდით, რომ მას ძალიან უნდოდა კონცერტზე წასვლა.
საავადმყოფოში, მისი ყოველდღიური გართობა „ქოლდფლეის“ სიმღერების მოსმენაა. მისი საყვარელი სიმღერებია 'A Sky Full of Stars,' 'Adventure of a Lifetime,' 'Hymn for the Weekend,' 'Everglow.“ გწერ ამ ღია წერილს თხოვნით, იქნებ ბენდმა უბრალოდ უთხართ ჩემს ძმას „ჰაი“, ან მოკლე ტექსტური შეტყობინება გაუგზავნოთ, იმისთვის, რომ მან თავი უკეთ იგრძნოს" - დაწერა ჰეილიმ ფეისბუკზე.
წერილი ფეისბუკზე უამრავმა ადამიანმა გააზიარა და რიზა პასქუამდეც მიაღწია, რომელიც მანილაში „ქოლდფლეის“ კონცერტის ორგანიზებაზე იყო პასუხისმგებელი. ჰეილის პოსტის წაკითხვის შემდეგ, მან კრის მარტინისა და კენის შეხვედრის ორგანიზება გადაწყვიტა და შეასრულა კიდეც.
მანილაში კონცერტამდე რამდენიმე საათით ადრე, კრის მარტინი კენის საავადმყოფოში ესტუმრა.
მომღერლის სტუმრობა იმდენად ემოციური აღმოჩნდა, რომ კენმა საუბარიც კი ვერ შეძლო.
მარტინმა მას ბენდის მაისურები, ჩანთა, ქუდი, სხვადასხვა აქსესუარები და ბოლო ალბომიც აჩუქა. კრის მარტინისა და კენის შეხვედრის ამსახველი ფოტოები ბიჭს ახლობლებმა ფეისბუკზე ატვირთეს.










მასალის გამოყენების პირობები






