"ჯანდაცვის სამინისტრო პოლიტიკური გათავისუფლების საქმეების გადახედვას აჭიანურებს "
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო საქართველოს სახალხო დამცვლის 2013 წლის 22 მაისის რეკომენდაციას არ ასრულებს, რითაც სამინისტროს პოლიტიკური შეხედულებების გამო სამსახურიდან გათავისუფლების საკითხების შემსწავლელი კომისიის შექმნა დაევალა. სამინისტროს ყოფილი თანამშრომლები მათ საქმეზე სპეციალური კომისიის შექმნას და სამართლიანობის აღდგენას უკვე თვეების მანძილზე ითხოვენ. საუბარია სამინისტროს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის ყოფილი დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომლების შესახებ, რომლებიც სამსახურიდან 2005 წელს, მინისტრის ბრძანებით, განსხვავებული შეხედულების გამო, საქართველოს პრეზიდენტისადმი უწყებაში არსებული პრობლემების შესახებ გაგზავნილი წერილის შედეგად გათავისუფლდნენ.
2005 წლის 16 დეკემბერს, ჯერ მინისტრის სახელზე, ხოლო 19 დეკემბერს პრეზიდენტის, პრემიერისა და პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე გაგზავნილ კოლექტიურ წერილში მსჯელობა ეხებოდა ისეთ საკითხებს, როგორიცაა შრომისა და დასაქმების სფეროს სახელმწიფო რეგულირების აუცილებლობა. მინისტრმა თანამშრომელთა განთავისუფლების ბრძანება წერილის ხელისუფლების პირველი პირებისათვის გაგზავნის დღეს მიიღო. სამინისტროს თანამშრომლებს გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია 20 დეკემბერს, სამსახურში გამოცხადების შემდეგ აცნობეს. საქართველოს სახალხო დამცველის მიერ მომზადებული რეკომენდაციას სწორედ აღნიშნული ფაქტების საფუძველზე მომზადდა.
აღნიშნული ფაქტი ერთმნიშვნელოვნად სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების პირდაპირ შეზღუდვად შეფასდა, ამასთან, დარღვეულ იქნა "საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის მოთხოვნებიც, რის გამოც, გათავისუფლებულმა თანამშრომლებმა სასამართლოს ადმინისტრაციული აქტების ბათილად ცნობის, სამსახურში აღდგენის, იძულები განაცდურისა და მორალური ზიანის ანაზრაურების მოთხოვნით მიმართეს.
სამინისტრომ სასამართლო წესით დავის გასაჯაროების შემდგომ თანამშრომელთა მიმართ დაუსაბუთებელი მოქმედებების ლეგიტიმაციას მიმართა, რა დროსაც, მინისტრმა, ახალი ბრძანებით, ბათილად ცნო მის მიერვე მიღებული ბრძანება თანამშრომელთა გათავისუფლების შესახებ და იმავდროულად მიიღო კიდევ ერთი ბრძანება, რომლითაც, აღნიშნული თანამშრომლები დაკავებული პოზიციიდან გაათავისუფლა, თუმცა უკვე რეორგანიზაციის საფუძვლით.
მინისტრის გადაწყვეტილებითვე, თანამდებობა შეინარჩუნეს იმჟამად შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის იმ სამმა თანამშრომელმა, რომელმაც ხელი არ მოაწერეს კოლეგების მიერ მომზადებულ კოლექტიურ წერილს. მოგვიანებით, გაქუმდა შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტიც. 2007 წლის ოქტომბერში, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ სამინისტროდან პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებულთა სარჩელზე დაუშვებელი გადაწყვეტილება მიიღო.
სამინისტროდან 2005 წელს გათავისუფლებულთა საქმეზე სამართლიანობის აღდგენის მოთხოვნით, არაერთი ოფიციალური წერილი მომზადდა. დაზარალებული მოქალაქეების შეფასებით, სამინისტროში შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტი, ასევე შრომის ინსპექციის გაუქმებით, სახელმწიფომ შრომის კანონმდებლობის დაცვის კონტროლზე უარი თქვა. ამასთან, სამინისტროში 2006–2007 წლებში განხორციელებულმა საშტატო/საკადრო პოლიტიკამ მთლიანად წარმოაჩინა ნეპოტიზმისა და კვალიფიციურობის საკითხი. ყოფილი დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომლები მიუთითებენ, რომ მათ გავლილი აქვთ ყველა კონკურსი და მიღებული აქვთ მაღალი შეფასება, თუმცა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო არც ამჟამადაც გამოხატავს დაინტერესებას, ერთი მხრივ სამართლიანობა აღდგენს უკანონო გათავისუფლების ფაქტზე, მეორე მხრივ კი სამინისტროში აღდგეს წინა ხელისუფლების დროს გაუქმებული დეპარტამენტები და მათი გამოცდილება სათანადოდ იქნეს შეფასებული.
"ახალგაზრდა ადვოკატების" შეფასებით, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან, 2005 წელს, დისკრიმინაციის საფუძველზე გათავისუფლებული თანამშრომელთა მოთხოვნა სამართლიანობა აღდგეს მათ საქმეზე, ლეგიტიმური და კანონიერია. სახალხო დამცველის რეკომენდაციის შესრულებასთან ერთად, უნდა შეიქმნას სპეციალური კომისია და მომზადდეს დასკვნა 2005 წლის დეკემბერში მომხდარი კოლექტიური გათავისუფლებისა და დეპარტამენტების გაუქმების საფუძვლების შესახებ. ამის ვალდებულებას საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის მიერ 2013 წლის 28 იანვრს მომზადებული წერილიც იძლევა, რა დროსაც, კომიტეტი სამინისტროს გათავისუფლებული თანამშრომლების მიმართ შესაბამისი ზომების მიღებას და დახმარების აღმოჩენას ავალდებულებს.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტიდან, 2005 წელს, სულ 15 დასაქმებული გაათავისუფლეს. გათავისუფლების ბრძანება მინისტრმა ლადო ჭიპაშვილმა მიიღო.
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
მთავარი სიახლე
ბიზნესი
დღის ამბები
19:07
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
19:01
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
19:00
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
18:48
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
18:33
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
18:29
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
18:20
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
18:15
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
17:30
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
17:27
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
17:17
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
16:59
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
16:46
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
16:43
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
16:34
ჟურნალისტი არ არის ის პირი, ვისაც ყველგან შეუძლია შესვლა და ყველა კითხვის დასმა - მაჭარაშვილი
16:30
"შავი სექტემბერი გველოდება!.. 10 დღეში, მოგვენატრება 100 კაცამდე გარდაცვლილი" – გიორგი ჩალაძე
16:13
გლდანის ა მიკრორაიონის N4 კორპუსის მიმდებარედ სკვერის რეაბილიტაცია იწყება
16:00
"რომელი ვაქცინა ჯობს?“ - რას აცხადებს გიორგი ფხაკაძე
15:57
"უმეტესი გოგო ამბობს, ექიმმა მითხრა, თუ შვილი გინდა, დაიცადეო და მაინტერესებს, რას აცდევინებთ, - სიკვდილს?“ - სალომე გოგიაშვილი
15:56
წავკისში ხანძარია
პოპულარული
დღე - კვირა






