ივანიშვილის რეზიდენციასთან რადიაციული ფონი კატასტროფულია
საზოგადოება - 13:47, 05 Jun, 2013     6574

 



"მე ამჟამად ვმუშაობ რადიაციული რუკის შედგენაზე. ამ ეტაპზე ეს ეხება მხოლოდ აღმოსავლეთ საქართველოს. ზედაპირული წყლების რადიაციული რუკა საქართველოში არასოდეს არ ყოფილა გაკეთებული. 1820 წელს იმუშავეს ამ თემაზე, მაგრამ ასეთი ხელსაწყოები და აპარატურა არ იყო მაშინ. მე დავიწყე რადიაციის გაზომვა ზედაპირულ წყლებში, ათი ნიმუში ავიღე, ძალიან მგრძნობიარე აპარატით ვმუშაობ, "რად 7".

გარემოს დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემების მიხედვით, რადიაციის დასაშვები დოზა გახლავთ 000,1 ბეკერელი 1 ლიტრ წყალზე. დავიწყე რადიაციული დონის შესწავლა და გავაკეთე ქიმიური ანალიზი. გაოგნებული ვარ, ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ სოლოლაკში და კერძოდ ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან რადიაციული ფონი არის 110 ბეკერელი 1 ლიტრ წყალზე. ეს უკვე კატასტროფაა! მე ნიმუშები ავიღე დუშეთში, გორში, თბილისის ზღვის მიდამოებში და ყველგან ცოტა მაღალია გამოსხივება, 1-დან 3 ბეკერელამდე, მაგრამ რაც სოლოლაკში კონკრეტულ ადგილზე ხდება, ეს საშინელებაა.

ჩემი ინფორმაციით, ბიზნესცენტრში ამ წყაროს წყლებს ხმარობენ. ამ შემთხვევაში წყლის ოხშივარის ჩასუნთქვა გაცილებით საშიშია... თუ რადიაციული ნივთიერება განგებაა დაგდებული, ამ შემთხვევაშიც გავიგებთ ყველაფერს. როდესაც ბიძინა ივანიშვილი ბიზნესცენტრს აშენებდა, როგორც ვიცი, იაპონელი მშენებლები ჰყავდა ჩამოყვანილი, დავიჯერო, მათ წყლებისა და ნიადაგის კვლევები არ ჩაატარეს?" - აცხადებს ქიმიკოსი ია გიგიბერია ,,ალიასთან“ საუბროსას.

როგორც სტატიიდან ირკვევა, "ალიამ" ეს ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიაწოდა, უწყებაში დაინტერესდნენ საკითხით და უპასუხეს, რომ სასწრაფო წესით გაგზავნიან ადგილზე სპეციალისტებს. ისინი ჩაატარებენ შესაბამის კვლევებს და გაარკვევენ, რა ხდება ივანიშვილის ბიზნესცენტრის მიდამოებში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42